ბრაზილიაში ქალს გარდაცვლილი ადამიანისგან საშვილოსნო გადაუნერგეს, რომლის დახმარებითაც მან ბავშვი გააჩინა. ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც გადანერგილი საშვილოსნოს გამოყენებით ბავშვი დაიბადა. BBC-ის ინფორმაციით ბავშვი ჯანმრთელია.
ტრანსპლანტაციის ოპერაცია სან-პაოლოში მდებარე საავადმყოფოში, 10 საათის განმავლობში მიმდინარეობდა. ოპერაცია 32 წლის ქალს ჩაუტარდა, რომელიც საშვილოსნოს გარეშე დაიბადა.
მანამდე ქალს ტრანსპლანტაციის რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ბავშვის შენარჩუნება ვერ შეძლო. ბოლო შემთხვევაში კი მას 40 წლამდე ქალის საშვილოსნო გადაუნერგეს, რომელიც ტვინში სისხლის გაჟონვით მოკვდა.
ტრანსპლანტაციის ოპერაციიდან 7 თვეში ქალის საშვილოსნოში განაყოფიერებული კვერცხუჯრედები მოათავსეს. სტანდარტული ორსულობის შემდეგ, ბავშვი საკეისრო კვეთით 2017 წლის 15 დეკემბერს გაჩნდა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”