გენები ჩვენ შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მატარებელია. აღმოჩნდა, რომ გენებით შესაძლოა ადამიანის გარდაცვალების დროის დადგენაც.
ესპანეთში, ბარსელონაში, გენომიური რეგულირების ცენტრმა (CRG) ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მის ქსოვილებში გენის აქტივობა გამოიკვლია და მკვეთრი ცვლილებაც გამოავლინა, რითაც სიკვდილის ზუსტი დროის დადგენაა შესაძლებელი.
შედეგები, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ ,,Nature Communications-ში“ გამოქვეყნდა, ნიმუშების ანალიზისა და ე.წ. Machine Learning-ის კომბინაციას წარმოადგენს. სიკვდილის შემდეგ გენის აქტივობის ცვლილების დასადგენად ბიოლოგმა რედერიკ გიგომ და მისმა კოლეგებმა 9,000 დონორისგან ქსოვილის 39 ნიმუში აიღეს.
აღმოჩნდა, რომ სიკვდილის შემდეგ, 600 კუნთოვანი გენის აქტივობა სწრაფად გაიზარდა ან შემცირდა. თუმცა, ტვინისა და ელენთის გენის აქტივობაში ცვლილება მინიმალური იყო.
მეტი სიზუსტისთვის, მეცნიერებმა ე.წ. machine learning-ის მოდელი გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ ცვლილება ქსოვილის გენში გარდაცვალებიდან 7-14 საათში ხდება. ერთი მაგალითია სისხლში, რამდენიმე დონორის ნიმუშში გენის შემცირებული აქტივობა დნმ-ის წარმოებაში, იმუნურ რეაქციასა და მეტაბოლიზმში ნიმუშების აღებამდე ექვსი საათით ადრე იყო მომხდარი.
აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია, მისი განვითარების შემთხვევაში ადამიანის გარდაცვალების ზუსტი დროის დადგენა გახდება შესაძლებელი. ეს კი სისხლისსამართლებრივ გამოძიებასთან დაკავშირებულ უამრავ გაურკვევლობას აღმოფხვრის და დიდ დახმარებას გაუწევს სამართალდამცველ ორგანოებს.
წყარო: www.reuters.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”