close
რელიგია და მეცნიერება

ღმერთის არსებობის 16 მეცნიერული მტკიცებულება

  1. პირველი მტკიცებულება, რომელსაც შეიძლება “ეგზისტენციალური” დავარქვათ (ანუ “მტკიცებულება არსებობიდან”), ასე ფორმულირდება: რატომაა, რომ ყველაფერი, რაც არის, უმეტეს შემთხვევაში არსებობს, ვიდრე არ არსებობს?
    რადგან რაიმეს შექმნა, ასევე ამ შექმნილის არსებობის მხარდაჭერა გაცილებით ძნელია, ვიდრე არაფრის ქონა. სცადეთ, მაგალითად, დამოუკიდებლად დააპროექტოთ კოტეჯი, ამოარჩიოთ მისთვის შესაფერისი ადგილი, ააშენოთ და მუდმივად წესრიგში გქონდეთ…ან, მაგალითისათვის, თქვენი ბოსტანი რომ ნამდვილ ბოსტანს ჰგავდეს, რეგულარულად უნდა დაიბაროს, დაირგოს, დაიმარგლოს, მოირწყოს და ა.შ. ეს რომ არ გააკეთოთ, ბოსტანი სარეველებით დაიფარება, გატყიურდება და ჩვეულებრივ მინდვრად გადაიქცევა გონიერი ზრუნვის კვალის გარეშე.
    სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაიმე ნივთისა თუ სტრუქტურის არსებობა ითხოვს ენერგიის მუდმივ ხარჯვას, როცა მისი შიდა მარაგი იწურება ანდა გარედან მოწოდება ფერხდება, სტრუქტურა ირღვევა. ამიტომაც სამყაროს მუდმივი არსებობა წინააღმდეგობაშია, მაგალითად, თერმოდინამიკის მეორე საწყისთან, რომლის თანახმადაც, სამყაროს ყველა ვარსკვლავი უკვე უნდა ჩამქრალიყო და ატომებიც დაშლილიყო, თუკი, როგორც ათეისტები ამტკიცებენ, ბუნება მუდამ არსებობდა.
    და მაინც რატომ არსებობს იგი , როგორც ყოფიერება, როგორც მშვენიერი და საოცარი კოსმოსი? უეჭველად, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის მიერ შეიქმნა და დღემდე მის მიერვე იმართება.
    ეს შემოქმედი – ღმერთია, რომელზეც ისააკ ნიუტონმა (1642-1727) ჩამოაყალიბა მსოფლიო მიზიდულობისა და მოძრაობის კანონები, აღმოაჩინა დიფერენციული გამოთვლები, თქვა: -“ის სულ არსებობს, ყველგან არსებობს, ის აგებს დროისა და სივრცის ხანგრძლივობას”.
    2. მეორე მტკიცებულება ასე ჟღერს:
    რატომაა, რომ რაც არსებობს, კანონზომიერად და საოცრად მოწესრიგებულად, შეიცავს მთლიანის მოწყობის გონიერი გეგმის მარცვალს? ასეთი გეგმა არ შეიძლება არ გულისხმობდეს თავისი შესაძლებლობებით ზეადამიანური გონების არსებობას, ნამდვილად ღვთიური დამგეგმავისა (რადგანაც კანონზომიერება – გონების თვისებაა)?
    ასე, ნიკოლოზ კოპერნიკი (1473 – 1543), რომელმაც შექმნა თეორია იმაზე, რომ უნივერსუმის ცენტრში არის მზე, ხოლო დედამიწა მხოლოდ ბრუნავს მის გარშემო, თვლიდა, რომ ეს მოდელი დემონსტრირებს სამყაროში ღვთის სიბრძნეს, რადგანაც “ვის შეეძლო მოეთავსებინა ეს ლამფა (მზე) სხვა უკეთეს პოზიციაზე?”
    როდესაც მესაათე საათის მექანიზმს აწყობს, ის დაწვრილებით უთავსებს ერთ დეტალს მეორეს, იღებს ზუსტად გათვლილი სიგრძის ზამბარას, განსაზღვრული ზომების ისრებს, ციფერბლატს და ა.შ. შედეგად მიიღება მშვენიერი მექანიზმი, რომელიც თავისი მოწყობილობის მიზანმიმართულებისა და გაანგარიშების ფაქტით მისი შემქმნელის გონიერებაზე მიუთითებს. და რამდენად რთულია, ჰარმონიული და გონიერი ჩვენი სამყაროს მოწყობილობა, ამ მშვენიერი კოსმოსისა!
    ალბერტ აინშტეინმა (1879 – 1955), ფარდობითობის თეორიის შემქმნელმა, ასე ჩამოაყალიბა ეს აზრი: ”ბუნებრივი კანონის ჰარმონია ისეთ ჩვენზე ბევრად აღმატებულ გონებას გვიჩვენებს, რომ მასთან შედარებით ადამიანური არსებების ნებისმიერი სისტემატური აზროვნება და მოქმედება უმაღლესი დონის წაბაძვაა მხოლოდ”.
    სამყარო, როგორც ამბობდნენ ჯერ კიდევ ძველი ბერძნები, “კოსმოსია”, ანუ საოცრად მოწესრიგებული და ჰარმონიულად კომპლექსური სისტემაა, რაც შედგება ურთიერთდაკავშირებული ნაწილებისაგან, რომელთაგან თითოეული განსაკუთრებულ კანონებს ემორჩილება, ხოლო ყოველივე მთლიანობაში იმართება საერთო კანონების კომბინაციით, ასე რომ რომელიმე კერძო მიზნისაკენ სწრაფვა მთლიანის საერთო მიზნის მიღწევას უწყობს ხელს. ამიტომაც, შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ყოველივე ეს შემთხვევითობაა მხოლოდ, და არა გონიერი ანუ ღვთიური განგებულება.

3. ღმერთის ყოფიერების “კოსმოლოგიური მტკიცებულება” ჯერ კიდევ ძველების (კერძოდ, არისტოტელეს) მიერ იქნა დამუშავებული და ყველაზე ხშირად ასეთი სახით გვხვდება; ყოველ საგანს ამქვეყნად და ყველაფერს, და მთლიანობაში მთელ სამყაროს აქვს არსებობის თავისი მიზეზი, მაგრამ ამ თანმიმდევრობის, მიზეზების ამ ჯაჭვის უსასრულო გაგრძელება არ შეიძლება სადღაც უნდა იყოს პირველმიზეზი, რომელიც აღარაა განპირობებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველივე უსაფუძვლოა და “ჰაერში ეკიდება”.
ასეთ მიზეზზე საუბრობენ არა მხოლოდ ფილოსოფოსები, არამედ ბევრი ბუნებისმეტყველი და მეცნიერი. ასე, ცნობილი ლუი პასტერი (1822 – 1895), რომელმაც დაამუშავა რძის გაწმენდის საყოველთაოდ ცნობილი პროცესი, რომელიც მას შემდეგ მის სახელს ატარებს, ხშირად ახსენებდა “კოსმიურ ასიმეტრიულ ძალას”, რომელმაც შექმნა სიცოცხლე. ის თვლიდა, რომ ცნება მიზეზი “უნდა შეინახოს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ღვთიური იმპულსისათვის, რომელმაც შექმნა ეს სამყარო”.
გასაგებია, რომ ასეთ უმიზეზო მიზეზად ღმერთი გვევლინება: “ღმერთი ადამიანი არაა” – ის სულიერია (“იდეალურია” როგორც აზრი) ანუ არსებობს დროისა და სივრცის მიღმა, ამიტომაც არც წარმოიქმნება, არამედ არსებობს მარად, და ამ სიტყვის ფიზიკური მნიშვნელობის მიზეზი კი არაა, არამედ ხილული სამყაროსა და მისი კანონების შემქმნელია.ciencia
4. “სამყაროს ანთროპული პრინციპი”როგორც სამყაროს მოწყობის გონიერი გეგმა და ღმერთის არსებობა, უნებლიეთ წინწამოწეული იქნა თანამედროვე მეცნიერების მიერ, რომელმაც უცებ აღმოაჩინა, რომ სიცოცხლე დედამიწაზე, ადამიანის გამოჩენა და ცივილიზაციის განვითარება შესაძლებელია მხოლოდ საკმაოდ მკაცრი და პარადოქსულად ნაკლებადშესაძლებელი პირობების არსებობითა და შეთანხმებით, რომლებიც თითქოს თავიდანვე იყო ჩადებული ბუნებაში: ფიქსირებული დაშორება მზიდან (სულ ცოტა ახლოს მასთან და ცოცხალი ორგანიზმები დაიწვებოდნენ, ცოტა შორს – გაიყინებოდნენ, იქცეოდნენ რა ყინულის უგრძნობ მთებად); დედამიწის ბრუნვა, რომლის გარეშეც დედამიწის ერთ ნახევარზე აუტანელი სიცხე იქნებოდა, მაშინ როდესაც მეორე შეიბოჭებოდა მარადიული ყინულით: დედამიწის განსაზღვრული ზომის თანამგზავრის არსებობა, რაც უზრუნველყოფს წყლის ნაკადების ცირკულაციის რთულ სისტემას; სასარგებლო წიაღისეული და რესურსები: ქვანახშირი, ლითონები, ნავთობი, წყლები და ა,შ. , რომელთა გარეშეც ვერ აღმოცენდებოდა და განვითარდებოდა ტექნოგენური ცივილიზაცია და ა.შ. მეტიც, თანამედროვე მეცნიერებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ მთელი სამყარო განლაგებულია და ორიენტირებულია ისეთნაირად, რომ მას ადამიანის თვალით შეგიძლია უყურო! ამ ფაქტორების არსებული კოორდინაცია, ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება ისეთია, რომ მისი “შემთხვევითი” გამოჩენის შესაძლებლობა სავსებით გამორიცხულია.
5. მომდევნო მტკიცებულება კოსმოსის შექმნისა გონიერი ნების მიერ აგრეთვე ჩამოყალიბებულია თანამედროვე კოსმოლოგიისა და ფიზიკის წინა პლანზე, რომელთაც ყურადღება მიაქციეს სამყაროს იმ სახით არსებობის პარადოქსულობას, რა სახითაც ის არსებობს: გაირკვა, რომ მხოლოდ ოთხი საბაზო კონტაქტით, რომელთა გარეშეც ის ვერ იარსებებდა სტრუქტურულად ორგანიზებული მთლიანობის სახით, მათი “შემთხვევითი” წარმოქმნისა და ერთმანეთში კოორდინაციის ალბათობა უდრის დაახლოებით 10-ს მინუს 100 ხარისხში. და ბაზური კონტაქტი კი სულ ოთხია და არა მეტი…
6. შემდეგი “თელეოლოგიური” (ბერძ. “თელოსი” – შესრულება, შედეგი) მტკიცებულება ღმერთის ყოფიერებისა ზოგადი სახით ცნობილია ანტიკური დროიდან, როდესაც არისტოტელემ პირველმა შეამჩნია ზოგიერთი ცხოველის ორგანიზმში და თვით ბუნებაშიც მკაფიოდ გამოკვეთილი მიზანმიმართულების არსებობა. მაგრამ მხოლოდ თანამედროვე აღმოჩენებმა ბიოლოგიაში უდავოდ დაამტკიცა თელეოლოგიური მექანიზმების სისტემური ხასიათი და მათი აუცილებლობა პრაქტიკულად ყველა სახეობის ცოცხალი არსების არსებობისა და გადარჩენისათვის.
ამ მექანიზმების საქმიანობის ნაირსახეობას, მაგალითად, წარმოადგენს, სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმის “წინასწარდადგენილი ჰარმონია”, რომელთათვისაც ჯერ კიდევ ემბრიონულ მდგომარეობაში წინასწარ იყო ცნობილი, რასთან მოუწევდათ შეჯახება დაბადების შემდეგ. და, რასაც ვერაფრით ხსნის დარვინის ევოლუციის თეორია – ნამარხი ორგანიზმების კვლევამ აჩვენა, რომ ბევრი მათგანი ფლობს ორგანოს, ათასწლეულებით რომ წინ უსწრებენ ახლანდელ გარემო პირობებს, ორგანოებს, რომლებიც ამ ცხოველების არსებობის აქტუალურ პრობებში აბსოლუტურად უსარგებლოა, სინამდვილეში კი ამ სახეობას გამოადგება ასი თაობის მერე, როდესაც არსებობის პირობები რადიკალურად შეიცვლება!
ისმის სრულიად სამართლიანი შეკითხვა, რომელზეც თანამედროვე ევოლუციურ თეორიას არა აქვს პასუხი: საიდან აქვს სხეულს გონების გარეშე ასეთი გასაოცარი წინა-ცოდნა მომავალი ცვლილებებისა და როგორ ძალუძს მას თვითონ გამოიწვიოს საჭირო ხელსაყრელი მუტაციები?
ეს გასაოცარი ფაქტი ცალმხრივად მიუთითებს, რომ სამყაროში არსებობს განვითარების განსაზღვრული და გონიერი პროგრამა, ანუ ბედისწერა, რასაც ვუწოდებთ კიდეც ღვთის განგებულებას.
7. ”ტრანსცენდენტული” მტკიცებულება იდეალური სამყაროსი და ღმერთისა ნაწილობრივ აღმოჩენილი იყო კანტის მიერ და შეიძლება ასე იყოს წარმოდგენილი: არსებობს სამყარო სივრცისა და დროის მიღმა სულიერი სამყარო, ინტელექტის, აზრისა და ნების თავისუფლების სამყარო, რაც მტკიცდება ყოველ ადამიანში აზრის არსებობით, რაც განეკუთვნება წარსულსა და მომავალს, ანუ “იმოგზაურონ” წარსულსა და მომავალში, აგრეთვე წამიერად გადაინაცვლონ სივრცის ნებისმიერ წერტილში.
ყოველ ჩვენთაგანს, როდესაც ცნობიერებას მივმართავთ ჩვენი აზრების სათავის წარმოქმნისაკენ, სულ ადვილად შეუძლია შეამჩნიოს, რომ ისინი თითქოს საიდანღაც მიღმიდან ჩნდებიან, აზრი თითქოს სულიერი სხივით პროეცირდება საიდანღაც, და ასხივოსნებს მატერიალურ ყოფიერებას მზის ათინათის მსგავსად – ვერავინ ვერასდროს ხელს ვერ დააფარებს მას, ის ყოველთვის ზევიდანაა მოქცეული…
ამრიგად, ადამიანური აზრი, თითქოს ტვინში რომ წარმოიშობა, აღმოჩნდება ერთდროულად მატერიის გარეთ და შიგნით იგი თითქოს აღმოცენდება ნეიროფიზიოლოგიური პროცესების წყალობით ტვინის ქსოვილებში, გარშემორტყმულია თავის ქალის ძვლებით, მაგრამ, ამავდროულად, პრინციპულად არსებობს ნებისმიერი მატერიის მიღმა, სივრცისა და დროის მიღმა. ამის წყალობით ადამიანი ცხადად შეიცნობს, რომ გააჩნია სულიერი ბუნება, რომელიც პრინციპულად სხვაა, ვიდრე ფიზიკური სამყარო, რომელიც მას გარს ეხვევა. მაგრამ აქედან გამომდინარეობს, რომ ეს სხვა ბუნება, ეს სული, რომლის გამოვლენაც ადამიანია, ასევე ფლობს გონებას, და თავისუფალ ნებას ისევე როგორც თვით ადამიანი.

8. შემდეგ მტკიცებულებას ალბათ შეიძლება, დავარქვათ “კრეაციონისტური” – ის ეფუძნება ბუნებაში ორგანიზმებისა და ცოცხალი სისტემების არსებობის ფაქტს, რომლებსაც (ევლოციური გზით) ნაწილაკებისგან ერთ მთელში გაერთიანება არ ძალუძთ ისე, როგორც ამას თვლის დარვინიზმი, არამედ შეიძლება შეიქმნან მხოლოდ ერთად, როგორც სწორედ ასეთი ორგანული მთლიანი. მათ, მაგალითად, შეიძლება მივაკუთვნოთ ცოცხალი არსებების გულის, ფილტვებისა და სისხლის მიმოქცევის სისტემები: შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ჯერ, დავუშვათ, წარმოიქმნა მხოლოდ სისხლის მიმოქცევა გული გარეშე, ხოლო შემდეგ თანდათანობით “მიეწება” გული და დაიწყო სისხლის გადაქაჩვა და მხოლოდ ამის შემდეგ განვითარდნენ ფილტვები.
9. ღმერთისა და სულიერი სამყაროს არსებობის მტკიცებულება, გამომდინარე პირადი გამოცდილებიდან ადამიანთა უმრავლესობა თავის ცხოვრებაში შეხვედრია ღვთიურისა და ზეადამიანურის “უცნაურ” გამოვლინებას; როგორც ღვთისქმნილის, ღვთიურის, ისე ბოროტულის, დემონურის, ანდა ,ალბათ, უფრო ხშირად, ასეთისაც და ისეთისაც ერთად.
რომ არ შევეხოთ ბევრისათვის საეჭვო “შორეული წარსულის თქმულებებს”, მოგიყვებით ერთ შემთხვევაზე, რომელიც ჩემს კოლეგას გადახდა თავს. ის მორწმუნე ოჯახიდან იყო, მაგრამ თავის დროზე დიდხანს ასწავლიდა “სამეცნიერო ათეიზმს” უმაღლეს სასწავლებლებში და, როგორც საბჭოთა ინტელიგენტების უმრავლესობა, არც ისე ზნეობრივად ცხოვრობდა. რამდენიმე პირადი ტრაგედიის გადატანის შემდეგ, მან შეიცნო თავისი ცხოვრების უზნეობა და ტაძარში წასვლა გადაწყვიტა. როდესაც მამაომ, – მიყვებოდა შემდგომში, წამიკითხა ცოდვების მონანიების ლოცვა, და ფეხზე წამოდგომა დავიწყე, უეცრად რაღაც უხილავმა ძალამ აქეთ-იქით მომისროლა ისე, რომ ფეხზე ვეღარ ვიდექი, მრევლი ორივე მხრიდან მაკავებდა, მუხლები მეკვეთებოდა და, დასასრულს, საოცარმა სისუსტემ შემიპყრო. ასე პირველად, საკუთარ თავში შევიგრძენი დემონები, ცოდვილს რომ სტანჯავენ, – დაასკვნა მან.
მსგავსი მაგალითის მოყვანა დაუსრულებლად შეიძლება.
10. მტკიცებულება ყველა ერსა და ხალხში ღმერთისა და ზეადამიანური ძალების არსებობიდან გამომდინარე ამა თუ იმ ფორმით, თუკი ინდივიდუმ-ათეისტები ბევრ ხალხში გვხვდება, “ათეისტური” ერი დედამიწაზე არ არსებობს.
11. მტკიცებულება კაცობრიობის გამოჩენილი გენიოსების ღვთის რწმენიდან გამომდინარე, მაგალითად, ნობელის ლაურეატების აბსოლუტური უმრავლესობისა.
God-and-science-1 472 315 80
უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა მეცნიერს, რომლებმაც თავისი აღმოჩენებით ხელი შეუწყვეს თანამედროვე მეცნიერების განვითარებას (კოპერნიკი, კეპლერი, ნიუტონი, ბოილი, ბეკონი, პასტერი, ეინშტეინი) ღმერთის სჯეროდათ.
ასე, თანამედროვე ქიმიის ფუძემდებელი რობერტ ბოილი (1627 -1691) ყოველ დღეს ლოცვით იწყებდა, მეტიც, ირლანდიაში მისი მამულიდან შემოსავლის 2/3 ღარიბებსა და ეკლესიის მხარდაჭერას ხმარდებოდა, ხოლო 1/3 – ინდიელთა შორის ქრისტიანობის გავრცელებასა და მისიონერულ საქმიანობას.
ფრენსის კოლინზი, გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ამბობს: “როდესაც ჩვენ რაიმე ახალს ვიგებთ ადამიანის გენომის შესახებ, ყოველ ჯერზე მოწიწებას ვგრძნობ იმის გამო, რომ ახლა კაცობრიობამ იცის რაღაც ისეთი, რაც აქამდე მხოლოდ ღმერთმა იცოდა. მე არ მჯერა, რომ სამეცნიერო გამოკვლევები რამენაირად ემუქრება ღმერთს, პირიქით, ვფიქრობ, ღმერთი მხოლოდ მოიგებს ჩვენი ცნობისმოყვარეობიდან”.
12. ღმერთის ყოფიერების უცილობელ მტკიცებას წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიაში წმინდანთა და რელიგიურ მოღვაწეთა რეგულარული გამოჩენა, რომელთაც აქვთ უშუალო სულიერი გამოცხადებები ზევიდან და ამით მოწმობენ მის ყოფიერებაზე.
ეს არა მხოლოდ ისეთი წინასწარმეტყველებია, როგორიცაა, მაგალითად, მოსე, ისაია, იეზეკიელი, მუდამ ღმერთთან კავშირში რომ იმყოფებოდნენ, არამედ მართლებიც, თავისი სინათლით ყოველ დროში ადამიანთა ცხოვრებას რომ ანათებდნენ და წარმართავდნენ.
ალბათ, საკმარისი იქნება მკითხველს უბრალოდ შევახსენოთ ისეთი დიადი რუსი წმინდანები, როგორიცაა სერაფიმე საროველი ან იოანე კრონდშტადელი, რათა მივხვდეთ, რომ ღმერთი ახლაც ასევე ხშირად მოგვმართავს, როგორც შორეულ ბიბლიურ დროში, ოღონდ თვალები გვქონდეს საცქერლად და ყურნი მოსასმენად.
ღმერთი ყოველთვის ჩვენთანაა, ეს ჩვენ, ჩვენი უძლურების და გამო, ხან ვშორდებით მას, ხან კი კვლავ ვცდილობთ დავუბრუნდეთ.
13. მტკიცებულება საპირისპიროდან: გამოჩენილი ათეისტების პროექტების ტრაგიკული ბედი (და ხშირად, საკუთარი სიცოცხლისა და ბედისაც). ამის ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს “ლენინ-სტალინის საქმე” და მათი მიმდევრებისაც, პირველად ისტორიაში რომ შეეცადნენ აეგოთ ათეისტური საზოგადოება “მეცნიერულ საფუძველზე” როგორც რუსეთის, ისე ევროპისა და აზიის ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიაზე.
ტრაგიკული აღმოჩნდა, მაგალითად, სსრკ-ს საუკეთესო ფილოსოფ-მატერიალისტის – ევალდ ვასილის ძე ილიენკოვის, ცნობილი საბჭოთა მწერლის ვაჟის, ლიტერატურაში სტალინის პრემიის ლაურეატის, ბედი. მთელი ცხოვრება ასაბუთებდა თეზისს “მატერიის თვითგანვითარების” შესახებ, რომელსაც არსებობისათვის სულაც არ სჭირდება არანაირი სულიერი საფუძველი, ევალდ ვასილი ძემ საბჭოთა ათეისტურ სინამდვილეში ვერ აღმოაჩინა ზნეობრივი საფუძვლები, ღმა დეპრესიაში ჩავარდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
14. საყოველთაოდ ცნობილია ზეგმრძნობიერი სამყაროს ყოფიერების “ეთიკური მტკიცებულება”, რაც გამომდინარეობს მორალისა და ეთიკური კანონების ობიექტური არსებობიდან, და სწორედ ისინი არეგულირებენ ადამიანური არსებების ქცევას.
მრავალი ფილოსოფოსის კვლევები ცხადყოფს, რომ მოვლენები და გარესამყაროს გავლენა მხოლოდ განსაზღვრულ დონემდე განსაზღვრავენ ადამიანთა ქცევას და ვერ აიძულებენ მათ ჩაიდინონ ესა თუ ის საქციელი: რაც უნდა ძლიერი იყოს გავლენა გარედან, ადამიანს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა გაწყვიტოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რასაც ემორჩილება უგონო ბუნება და მოიქცეს, როგორც თავისუფალი არსება, ანუ როგორც სხვა, არაამქვეყნიური სამყაროს არსება.!
ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ უბრალო მაგალითს:რატომ გასცემს ზოგი ადამიანი საბოძვარს, ზოგი კი არა?თითქოს, ეს უკანასკნელნი სავსებით ლოგიკურად და გონივრულად იქცევიან – რატომ უნდა მოიკლო სახსრები, ფული, თუკი წინასწარ იცი, რომ ვერავითარ კომპენსაციას ვერ მიიღებ?
მაშ პირველთ რაღა აიძულებთ გაიღონ, თუნდაც სულ მცირედი? ფიზიკურ სამყაროში, ბუნებაში არაფერია ისეთი რაც ახსნიდა მსგავს “ალოგიკურ” ქცევას – ამის ახსნა მიღმა დევს, ზეგრძნობიერ სამყაროში, სადაც სიყვარულის, სიკეთისა და მოწყალების დიადი ზნეობრივი იდეებია. ამავე ტიპის მტკიცებულებებს განეკუთვნება იმანუილ კანტის ცნობილი მსჯელობა, რამაც ნათლად აჩვენა, რომ ადამიანი თავის ქცევებსა და მოქმედებებში ხელმძღვანელობს ფასეულობებით, რაც არ განეკუთვნება მატერიალურ სამყაროს.
15. ფართო გავრცელება ჰპოვა აგრეთვე ღმერთის ყოფიერების მტკიცებულებამ სახელწოდებით “ესთეტიკური არგუმენტი”, რომელშიც ვკითხულობთ:ბუნებაში არსებობს ვარსკვლავური ცის, აისისა და დაისის, ჩრდილოეთის ციალის, ბუნების ჰარმონიული სურათების, ცოცხალი არსებების მშვენიერი სხეულების სრულყოფილი აგებულების და ა.შ. საოცარი ზებუნებრივი სილამაზე, რაც თითქოს სპეციალურადაა განკუთვნილი გონიერი არსების ადამიანის ესთეთიკური ტკბობისათვის, რადგანაც მის გარდა თვით ბუნებაში მისი მჭვრეტელი არავინაა.
უკვე ნახსენები რობერტ ბოილი ასეთ თრთოლვას განიცდიდა ბუნენის სილამაზის წინაშე, და ხშირად იმეორებდა: “როდესაც ვსწავლობ ბუნების წიგნს…ხშირად წამოვიძახებ ხოლმე მეფსალმუნესთან ერთად: ო, როგორ მრავალფეროვანია შენი ქმნილებები, ღმერთო, შენი სიბრძნით შექმენი ყველანი!”
16. ღმერთის ყოფიერების მტკიცებულება “რეალურიდან აბსოლუტურ სრულყოფილებამდე”, ის შეიმუშავა თომა აქვინელმა: ბუნებაში არსებობს სრულყოფილების მკაფიოდ შესამჩნევი გრადაცია ყოფიერების სხვადასხვა სახეობებში, რაც შესაძლებელია გაგებულ იქნას მხოლოდ აბსოლუტურად სრულყოფილი არსების ანუ ღმერთის არსებობისას.
ეს მტკიცებულება ჯერ შეიძლება საკმაოდ რთულად მოგვეჩვენოს, მაგრამ მარტივი მაგალითი დაგვეხმარება მისი არსის გაგებაში:თუკი გაქვთ სახაზავი, ვთქვათ, 30 სმ სიგრძის, თქვენს კოლეგას კი – 50 სმ, თუკი არსებობს რულონად დახვეული მეტრები და გაზომვის სხვა საშუალებები, ესე იგი ეს ყოველივე არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ რეალურად არსებობს სივრცის ზომვითობა (მისი გავრცობადობა სხვადასხვა მიმართულებით) და სიგრძის იდეა.
ზუსტად ასევე შესაძლებელია ანალოგიური მაგალითების მოყვანა წონის, დროისა და ა.შ. საზომებით. მაგრამ ბუნებაში ვაკვირდებით გრადაციის უფრო რთული ფორმებსაც, მათ შორის კი უნიკალური ადგილი ეკუთვნის სრულყოფილების “ აღმავალ კიბეს” როგორც ცოცხალ, და არაცოცხალ ბუნებაში, ისე ადამიანთა საზოგადოებაში, აგრეთვე თვით ადამიანებს შორისაც: არსებობს, მაგალითად ლამაზი და მახინჯი ხეები, არის უბრალო, არაფრით გამორჩეული, არის “უბრალოდ” ლამაზი, მაგრამ გვხვდება საოცრად ლამაზი, სრულყოფილი ნიმუშები. და ასე არა მხოლოდ ხეების სახეობებს შორის, არამედ თევზების, ცხოველების, ადამიანთა რასებს შორისაც და ა.შ. – ყველგან შეიძლება იპოვო მეტად თუ ნაკლებად სრულყოფილი სახეობა. მაგრამ სრულყოფილების ეს სხვადასხვა ხარისხი არაცოცხალ ბუნებაში (მაგალითად, ქვებს შორის), საგნების, ცოცხალი არსებების ცალკეულ სახეობებს შორის, ვერ იარსებებდა, თუკი მათთვის არ იქნებოდა აბსოლუტური სრულყოფილების რეალურად არსებული საზომი, რომელსაც, მართალია, ჩვენ ვერ ვპოულობთ მატერიალურ სამყაროში, მაგრამ რომელსაც არ შეუძლია არ იარსებოს, და ეს სრულყოფილება არს ღმერთი!
ამაში მდგომარეობს მოცემული მტკიცებულების არსი.
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ საიდანაც არ უნდა დავიწყოთ ადამიანის გარშემო მდებარე სამყაროს განხილვა, ყოველ გზას უცილობლად მივყავართ მისკენ, ვინც ის შექმნა და შეამკო, ვინც მას მუდმივად ასაზრდოებს და მიმართულებას აძლევს, და ვის გარეშეც ერთი წამიც კი ვერ იარსებებდა – ღმერთისაკენ.

ჟურნალი “თომა” №2/8, 1999 წ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0