close
კომუნიკაციამსოფლიოტექნოლოგიები

,,Google-ი” ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს

ამერიკული კორპორაცია ,,Google Inc-ი” ,,YouTube-ის “ვიდეოგაზიარების პლატფორმაზე ტერორისტული ან ძალადობრივი ექსტრემისტული შინაარსის გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად ზომებს ამკაცრებს.

კომპანიის ინფორმაციით, ,,Google-ს” უფრო მკაცრი დამოკიდებულება ექნება რელიგიური შინაარსის მქონე ვიდეოებზე, თუნდაც ისინი აშკარად არ არღვევდნენ კომპანიის პოლიტიკას.

Google-ი ასევე აპირებს, მეტი საინჟინრო რესურსი გამოიყენოს და გაზარდოს თავისი ტექნოლოგიის გამოყენება ექსტრემისტული ვიდეოების დასადგენად. კომპანია შინაარსის კლასიფიკატორებს გადაამზადებს, რათა ასეთი შინაარსის ვიდეოები სწრაფად დაადგინონ და ამოშალონ.

„მიუხედავად იმისა, რომ წლებია ვმუშაობთ იმ შინაარსის დასადგენად და ამოსაშლელად, რომელიც ჩვენ პოლიტიკას არღვევს, რეალობა არის ის, რომ კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო,“ – განაცხადა კომპანიის გენერალურმა კონსულმა – კენტ უოლკერმა.

Google-ი გააფართოებს თანამშრომლობას კონტრტერორისტულ ჯგუფებთან, რათა გამოავლინონ შინაარსი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ექსტრემისტების რადიკალიზაციასა და რეკრუტირებისთვის.

კომპანია ასევე დაუკავშირდება პოტენციურ ისლამურ სახელმწიფო რეკრუტებს მიზნობრივი ონლაინ რეკლამის საშუალებით და გადართავს მათ ანტიტერორისტულ ვიდეორგოლებზე, რათა გაწევრიანების შესახებ აზრი შეაცვლევინოს.

სოციალური მედია საშუალებებს სულ უფრო აქტიურად გამოიყენებს ტერორისტული ორგანიზაციები. ამ გზით წარმოებს ინფორმაციის გაცვლა და კომუნიკაცია, იდეოლოგიის გავრცელება, დაქირავების პროცესი და ტრენინგები.

ყველაზე აქტიურად სოციალური მედიის საშუალებებს გამოიყენებს ისლამისტურ – ჯიჰადისტური ტერორისტული ორგანიზაციები. მაგალითად, ალ -ქაიდას მიერ ხშირად გამოიყენება ,,Facebook-ის”, ,,Twitter-ისა” და ,,YouTube-ის” არხები „ისლამის მებრძოლთა“ დაქირავებისთვის და ფუნდამენტური ისლამის იდეოლოგიის გავრცელებისთვის. ის აგრეთვე, ცდილობს სულ უფრო მეტი მომხრე შეიძინოს, განსაკუთრებით, დასავლეთში. გარდა ამისა, სოციალური ქსელები აქტიურად გამოიყენება ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციისა და რჩევების გასაცვლელად.

სოციალური მედია საშუალებებით, და ზოგადად ინტერნეტით ტერორისტული ორგანიზაციები ავრცელებენ ექსტრემისტულ მასალებსა და იდეებს, რაც მათ საშუალებას აძლევს მოახდინონ რეკრუიტმენტი დაფუძნებული იდეოლოგიურ მოტივზე, ყოველგვარი შუამავლის გარეშე.

 

წყარო:   http://www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld