„Google-ის“ ხელოვნურ ინტელექტს შეეძლება დაადგინოს, როდის გარდაიცვლება ადამიანი. მაგრამ შეუძლებელი იქნება ამის შედეგად სიცოცხლის გადარჩენა, როგორც ეს ფილმებშია ნაჩვენები.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არსებობს ალგორითმი, რომლის საშუალებითაც ხელოვნური ინტელექტი შეძლებს დაადგინოს, როდის გარდაიცვლება ავადმყოფი. სავარაუდოდ, ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ იმ დროს შეეძლება ამის განსაზღვრა, როდესაც არანაირი გამოსავალი და საშველი აღარ მოიძებნება.
უკვე მომაკვდავი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის განსაზღვრა, ასეა თუ ისე, მაინც საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი მიღწევაა, გასაკვირი არ იქნება, თუ ადამიანი ისეთ მოწყობილობასაც შექმნის, რომელიც მართლაც იწინასწარმეტყველებს გარდაცვალებას.
წყარო: Sciencealert.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”