,,ყველაზე პოპულარული ახალი ამბები, 24-საათიანი ამინდის პროგნოზი და დრო” – ამ ყველაფერს ,,Google-ის” ,,ჭკვიანი” სარკე გაგვაცნობს.
„Google-ის“ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერმა, მაქს ბრაუნმა ,,ჭკვიანი“ სარკე შექმნა, რომელიც ანდროიდმოწყობილობაზე მუშაობს. ეს პროტოტიპი ჯერ კიდევ გაუმჯობესების პროცესშია. ბრაუნი სარკეზე საცობების ჩვენების დამატებას გეგმავს. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ საჭიროებას არ წარმოადგენს ინტერფეისთან რაიმე სახით ურთიერთქმედება, რადგან ის ავტომატურად განახლდება, ასევე ყველაფერი დანარჩენისთვის სარკეს აქვს ხმით ძიების ფუნქცია.
ინტერფეისის ფერი იცვლება მხოლოდ მაშინ, თუ გარეთ მოღრუბლულია, ყველა სხვა შემთხვევაში ტექსტი მონოქრომული რჩება, რათა ყურადღების გადამტანი არ იყოს. ინტერფეისი აწყობილია „Android API-ს“ მსგავსი კოდის ბაზაზე. დამატებით, პროგრამა „Forecast-ი“ ამინდისთვის და „Associated Press-ი“ ახალი ამბებისთვის. დისპლეის სისქე რამდენიმე მილიმეტრია. ის მოთავსებულია სარკისა და კედლის კარადის კარებს შორის. ბრაუნის თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია და მომავალში სარკის ფუნქციებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
წყარო: Businessinsider.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”