რბილად რომ ვთქვათ, ,,Google–ის” მოქმედება ჩინეთში საკმაოდ შეზღუდულია, მაგრამ არ არის გასაკვირი, რომ ის მაინც ეძებს თავის გზას განვითარებისა და გაფართოებისკენ.
,,Google -ს” სურს, რომ ჩინეთში ,,Play store-ი” შეიტანოს, რადგან უფრო მომგებიანი იქნება მისთვის. ,,Google-ი” ვერ აკონტროლებს ჩინეთში ანდროიდებს, რადგან მისი ,,Play store-ი” არ არის სათანადოდ გამართული, რაც იწვევს საკმაოდ დიდ პრობლემებს ანდროიდებზე.
ეს მოლაპარაკება რომ არ გამოვიდეს და რომ ვერ შექმნან ,,Play store-ი” ჩინეთში, ორივესთვის მაინც ხელსაყრელია ერთმანეთთან თანამშრომლობა, სხვადასხვა საკითხის გამო.
წყარო: http://enterpreneur.com/
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
გაზიარება: