close
კულტურასაქართველო

„გოსფილმოფონდში” დაცული 11 ქართული ფილმი საქართველოში ბრუნდება

რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში” დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება – კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ძალისხმევით, რამდენიმე დღეში, საქართველოში, „გოსფილმოფონდში” დაცული კიდევ 11 ფილმი დაბრუნდება.

მესამე ეტაპზე, ქართულ მხარეს 1960-დან 1985 წლამდე გადაღებული ფილმები დაუბრუნდება. მათ შორის, რეჟისორ ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი” (1975), გიორგი შენგელაიას „ალავერდობა” (1962) და „ფიროსმანი” (1969), თენგიზ აბულაძის „ვედრება” (1967), ლანა ღოღობერიძის „ერთი ცის ქვეშ” (1961), ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენა” (1968) და თამაზ მელიავასთან ერთად გადაღებული – „თეთრი ქარავანი” (1963), რეზო ესაძის „ერთი ნახვით შეყვარება” (1975) და „ნეილონის ნაძვის ხე” (1985), ალექსანდრე რეხვიაშვილის „მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკები” (1978), ასევე, გუგული მგელაძის „ბურთი და მოედანი” (1961).

გრძელდება მოლაპარაკებები დეკემბრისთვის საქართველოში კიდევ 10 ფილმის ჩამოსატანად.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid