პოლ გარისონი 25 წელი საქმიანობდა მარკეტინგის სფეროში. მან მუშაობა ,,Procter&Gamble–ში” დაიწყო მას შემდეგ გადავიდა ,,Coca-Cola–ში” – ჯერ შეერთებულ შტატებში, მოგვიანებით კი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში, სადაც კომპანიის მარკეტინგის დირექტორის პოსტი ეკავა. ბოლოს მუშაობდა უნგრეთში მმართველი დირექტორის თანამდებობაზე. მისი მეცადინეობით 90–იან წლებში ,,Coca-Cola–მ” მთელ რეგიონში განიმტკიცა პოზიციები, მათ შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანშიც. პოლ გარისონს ჯერ კიდევ იმხანად ჰქონდა საკუთარი სარელამო სააგენტო შეერთებულ შტატებში. ხუთი წლის წინ კი მან ბუდაპეშტში დააარსა სტრატეგიული საკონსულტაციო კომპანია Garrison Group–ი. მისი კლიენტები არიან IKEA, Sony PlayStation–ი, T-Com–ი, Pfizer–ი და, რა თქმა უნდა, Coca-Cola. პოლი აგრეთვე არის ბიზნესსკოლის დეკანი და მარკეტინგის პროფესორი. მას ლექციების წასაკითხად ხშირად იწვევენ, როგორც ევროპის, ასევე შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში.
წყარო: Harvard business review
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”