close
საქართველოტურიზმი

Guardian-მა საქართველო 2021 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა

Guardian-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც მკითხველს 12 რჩევას აძლევს თუ რა მიმართულებით უნდა იმოგზაურონ 2021 წელს. სტატიაში შევხვდებით მოგზაურებისა და ჟურნალისტების მიერ აღწერილ 12 ლოკაციას, რომელთა შორის დასახელდა საქართველოც, კერძოდ ყაზბეგი. მოგზაურები დიდი იმედითა და ოპტიმიზმით ელოდებიან 2021 წელს და სჯერათ, რომ ვაქცინაცია COVID-19-ის წინააღმდეგ იმუშავებს და მალევე შეძლებენ შეუფერხებლად მოგზაურობას.

12 საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებაში მოხვდა ყირგიზეთი მათი ტრადიციებით და გემრიელი ადგილობრივი საკვებით, შოტლანდიის დასავლეთ სანაპირო, ბრიტანეთის კუნძულები, იორკში იორკშირის მუზეუმი. ასევე ჩრდილოეთ იორკშირი, იმ შემთხვევისთვის თუ მყუდრო ოთახებს, ბუხარში ცეცხლს და ზღვის ხედს ეძებთ. გლაზგო ბულვარებით, ქვაფენილებითა და აზიური ქუჩის საკვებით. სტატიაში ასევე აღწერილია კოტსვოლდის გზა, ფარერის კუნძულები, უკრაინა, მავრიტანია, აზერბაიჯანი და ბოლოს საქართველო.

მოგზაური და ჟურნალისტი ფრენკა ჰამელსი ყაზბეგის შესახებ წერს: ,,მე მინდა ისევ ვიმოგზაურო ყაზბეგში, დავიღალო იმ საოცარი ლაშქრობებით,  სადაც სულიერი არ შემხვდება. მეორე დღე მინდა გავატარო აივანზე წიგნით ხელში, რომელსაც მცირე ყურადღებას მივაქცევ, რადგან მთები სუნთქვას შემიკრავს. აივანს კი მხოლოდ საუცხოო ქართული საკვების საჭმელად დავტოვებ იგივე ხედით…”

 

წყარო: The Guardian

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0