close
საქართველოტურიზმი

გუდაურში სატვირთო კონტეინერებისგან შექმნილ სასტუმროს მსოფლიო მედია ეხმაურება

უკვე რამდენიმე დღეა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია ორიგინალური სასტუმრო, რომელმაც სულ რამდენიმე კვირაა, რაც გუდაურში დაიწყო ფუნქციონირება – ზღვის დონიდან 2 200 მეტზე,  ახალი სასტუმრო გაიხსნა. იგი კი იმით არის გამორჩეული, რომ  სატვირთო კონტეინერებისაგანაა შექმნილი და მისი ვიზუალი პირამიდას მოგვაგონებს. სასტუმრო ,,Quadrum-ი” მინიმალისტურია და ადგილობრივ რელიეფს იმეორებს. 

კონტეინერებისგან დამზადებული 11-ნომრიანი სასტუმრო 2017 წლის 15 თებერვალს გაიხსნა, როგორც ჩანს, მან იმდენად მიიქცია ტურისტების ყურადღება, რომ სიახლემ უმალვე დააინტერესა მედია და არამარტო.

ნაგებობა ქართველი არქიტექტორების – სანდრო რამიშვილისა და ირაკლი ერისთავის ერთობლივი ნამუშევარია.

როგორც ავტორები ამბობენ, პროექტის მიზანი იყო, რომ დაეცვათ გარემო დამაზიანებელი ქმედებებისგან.

ეს პირველი სასტუმრო-ბუტიკია, რომელიც გუდაურის ტერიტორიაზე განთავსდა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid