close
ემიგრანტისაქართველო

ქართველი ემიგრანტები ფრანგულ ჯარში

1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ქართველი ლტოლვილების დიდი ნაწილი საფრანგეთში დასახლდა. უმრავლესობამ ქართული პასპორტი დაიტოვა და საფრანგეთის მოქალაქეობა არ მიიღო, თუმცა, 1928 წლიდან საფრანგეთის მაშინდელი სამხედრო სამინისტროს განკარგულებით, ჯარში გასაწვევი ასაკის უცხოელი ლტოლვილები, მათ შორის ქართველებიც, ვალდებულნი იყვნენ სამხედრო სამსახური მოეხადათ.

1931 წელს შეიქმნა უცხოური ლეგიონი, სადაც ბევრმა ქართველმა მიაშურა და სახელიც მალევე გაითქვეს. როდესაც საფრანგეთი მეორე მსოფლიო ომში ჩაება, სამოქალაქო პირები გაიწვიეს, მათ შორის 170 ქართველი ემიგრანტი. 1940 წელს კი შეიქმნა სამხედრო ნაწილი, რომელიც მხოლოდ ქართველებისგან იყო დაკომპლექტებული, სახელად Unite Georgienne. ნაწილის შესავსებად ქართველების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა და ფრანგი და ესპანელი ლტოლვილებით შეავსეს. მათ გაწვრთნამდე საფრანგეთი დამარცხდა და ტერიტორიაც ორად გაიყო – გერმანიის მიერ ოკუპირებულ და თავისუფალ ზონად. ლეგიონიდან ჩამოსული ქართველები აფრიკაში გაგზავნეს სამხედრო ოპერაციებზე, ხოლო ისინი, ვინც თავისუფალ ნაწილში აღმოჩდნენ, ჯარიდან გაუშვეს. ჯარში მყოფი ქართველების ნაწილი გერმანულ ჯარში ჩაეწერა სამშობლოს გათავისუფლების მიზნით. ნაწილი პარტიზანებს შეუერთდა საფრანგეთის წინააღმდეგ, შემდეგ კი გენერალ დე გოლის ლიდერობით იბრძოდნენ საფრანგეთის გასათავისუფლებლად. ქართველი ოფიცრები, რომლებმაც რამდენიმე ათეული წელი იმსახურეს ფრანგულ ჯარში, საფრანგეთის თითქმის ყველა სამხედრო ჯილდოთი შეამკეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0