close
ასტრონომია - კოსმოსი

ჰაბლის ტელესკოპმა ურანზე მასიური სხეული გამოავლინა

მზის ქარიშხალებმა ურანზე მოკაშკაშე რეგიონი წარმოქმნა, რომელსაც მეცნიერები ნასას ჰაბლის ტელესკოპით დააკვირდნენ. რეგიონის წარმოქმნა განაპირობა ელექტრონებმა, რომლებიც მზის ქარებისგან, პლანეტარული იონოსფეროსა და მთვარის ვულკანიზმისგან გაჩნდნენ.

ჰაბლის ტელესკოპის საშუალებით მკვლევარებმა ეს ელექტრონები ძლიერ მაგნიტურ ველში დაიჭირეს და ზედა ატმოსფეროში მათი კონტროლის განხორციელება დაიწყეს, სადაც გაზის ნაწილაკებთან (ჟანგბადსა და აზოტთან) შერწყმის შედეგად ეფექტური სინათლის იმპულსები ჩნდება.

მეცნიერებმა მსგავსი დაკვირვება 2012 და 2014 წლებშიც განახორციელეს. გუნდმა, რომელსაც პარიზის ობსერვატორიის ასტრონომი ხელმძღვანელობდა,  ციალზე დაკვირვება ჰაბლიზე დამონტაჟებული კოსმოსური ტელესკოპის გამოსახულების სპექტოგრაფის ულტრაიისფერი შესაძლებლობების გამოყენებით მეორედ განახორციელა.

ამჯერად მეცნიერებმა ურანზე ყველაზე ინტენსიური ციალი გამოავლინეს, რა კი ოდესმე გამოვლენილა. მათ აღმოაჩინეს, რომ ეს ძლიერი, მოციმციმე რეგიონები პლანეტასთან ერთად მოძრაობენ.

გარდა ამისა, ხელახლა აღმოაჩინეს ურანის დიდი ხნის წინ დაკარგული მაგნიტური პოლუსები, რომლებიც 1986 წელს, ვოიაჯერ 2-ის მიერ აღმოჩენიდან სულ მალე დაიკარგა; ამის მიზეზი გაზომვათა არადამაჯერებლობა და პლანეტის უფერული, მახასიათებელი ნიშნების არმქონე ზედაპირი გახდა.

 

წყარო: http://www.sci-techuniverse.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld