როგორც ახალი კვლევა გვიჩვენებს, ბავშვების ჩასახვის მაჩვენებელი აღარაა ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი, ჰაერში არსებული გარკვეული ნაწლაკებია, რომლებიც ადამიანის სპერმის განვითარებას აფერხებენ. როგორც კვლევიდან ჩანს, ჰაერის დაბინძურება, უპირველესად, სწორედ მამაკაცებზე ახდენს უარყოფით გავლენას. სტატისტიკის მიხედვით, უშვილობის პრობლემის მქონე 48 მილიონ წყვილს შორის, ამის მიზეზი, უმეტესად, მამაკაცია.
როგორც მკვლევარები ირწმუნებიან, სპერმის ხარისხს აზიანებს, მაგალითად, პესტიციდები, რადგანა ისინი შედგება ისეთი სუბსტანციებისგან, როგორებიცაა – მყარი მეტალები და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები. ლაბორატორიული ცდებისას, მათ დააზიანეს ცხოველების სპერმა.
ჩინელ მეცნიერთა ჯგუფმა ამ სახის კვლევა ამჯერად ადამიანებზე გადაწყვიტა. მათი მიზანი იყო გაერკვიათ ატმოსფეროს დამაბინძურებელი PM2.5 ნაწილაკების გავლენა 6 475 ტაივანელი დონორის მიერ გაღებულ სპერმაზე.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სპერმის ტიპური ციკლი 40-100 დღეს შორის მერყეობს, მკვლევრები სწავლობდნენ 2 წლის განმავლობაში სამთვიან შუალედებში აღებული სპერმის ნიმუშებს. აღმოჩნდა, რომ მყარი დამაბინძურებელი ნაწილაკების 5 მიკროგრამამდე ზრდა ჰაერის ყოველ კუბურ მეტრზე, დაკავშირებული იყო ნორმალური სპერმის 1%-ით გაუარესებასთან. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ საცხოვრებელთან PM2.5-ის მაღალი დონე სპერმის კონცენტრაციას ნორმასთან შედარებით 10%-ით ამცირებდა.
ისიც უნდა ითქვას, რომ „ცუდი სპერმა“ შეიძლება პირდაპირ არ ასოცირდებოდეს უნაყოფობასთან, შესაბამისად, აღნიშნული კვლევა ყველა შემთხვევაზე ვერ იქნება რეპრეზენტატული.
კვლევა ჟურნალ BMJ-ში გამოქვეყნდა.
წყარო: scienceAlert
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”