ჰოლანდიის ხელისუფლებამ დაცარიელებული ციხეების გამოყენების ახალი იდეა მოიფიქრა. ისინი ლტოლვილთა თავშესაფრად გადაკეთდება.
2006 წელს ჰოლანდიაში პატიმართა რაოდენობა 20 463 ადამიანი იყო, 2016 წელს კი – მხოლოდ 10 102, რაც ყოველ 100 000 ადამიანზე 59 მსჯავრდებულია. შედარებისთვის, აშშ-ში, რომელსაც პატიმართა რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, ყოველ 100 000 ადამიანზე 666 მსჯავდებულია, რაც 2,1 მილიონ ადამიანს შეადგენს ქვეყნის მასშტაბით.
ჰოლანდიაში კრიმინალის დაბალი დონე დაკავშირებულია ლიბერალურ ნარკოპოლიტიკასთან, ყურადღება გამახვილებულია დამნაშავის რეაბილიტაციის პროცესებზე და ძალიან აქტიურად გამოიყენება ე.წ ელექტრონული მონიტორინგის სისტემა.
ამ ყველაფერმა კი გამოიწვია პატიმართა შემცირება ციხეებში და, შესაბამისად, ციხეების დახურვა. დაცარიელებული შენობები კი, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოდერნიზდება და წლის ბოლოს, საცხოვრებელ სივრცედ გადაკეთდება სირიელი ლტოლვილებისთვის. მაგალითად, 2016 წელს, ამსტერდამში გაუქმებული ერთ-ერთი ციხე, რომელსაც, ამჟამად ორგანიზაცია ,,Lola Lik-ი“ იკავებს, ორგანიზაციაში ცალკე სივრცეა გამოყოფილი ენის კურსებისა და კრეატიული საქმიანობისთვის. ამ სივრცეს აქტიურად იყენებენ თავად ლტოლვილებიც, უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს, რაც მათ ინკლუზიასა და ჰოლანდიის საზოგადოებასთან ინტეგრაციას უწყობს ხელს.
წყარო: World Economic Forum
მასალაა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”