იაპონელი ასტრონავტი – ნორიშიგ კანეი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფება, მის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაციის გამო საზოგადოების წინაშე ბოდიშს იხდის.
41 წლის კანეიმ, რომელიც ერთი თვის წინ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 6-თვიანი მისიით გაემგზავრა, Twitter-ზე დაპოსტა, რომ მას მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება სურს.
„აქ ყოფნის პერიოდში სიმაღლეში 9 სანტიმეტრით გავიზარდე,“ -წერდა ასტრონავტი. თუმცა ერთი დღის შემდეგ მან არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის მოიბოიდშა და განაცხადა, რომ სიმაღლეში მხოლოდ 2 სანტიმეტრით გაიზარდა.
კოსმოსური მისიების დროს სიმაღლეში ასტრონავტების უმეტესობა იზრდება, ვინაიდან გრავიტაციის არარსებობის გამო მათი ხერხემალი ფართოვდება, თუმცა ზრდა მაქსიმუმ 1-2 სანტიმეტრია და ხერხემალიც დედამიწაზე დაბრუნებისთანავე საწყის მდგომარეობას უბრუნდება.
წყარო: www.reuters.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”