იაპონია აგრძელებს ექსპერიმენტებს რობოტებთან მიმართებით. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა Pepper-ის შესახებ, რომელიც ადამიანის შესახედაობის მქონე პირველი რობოტია. იგი ,,Aldebaran-მა” ,,SoftBank Mobile-სთვის” შექმნა. რობოტის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მას აქვს უნარი გაარჩიოს ადამიანის ემოციები და მასზე რეაგირება მოახდინოს.
კომპანია ,,Softbank-ი” რობოტებს გამყიდველებად დაასაქმებს და ისინი მობილურ ტელეფონებს გაყიდიან. Pepper-ს ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა შეეძლება. კონსულტანტი კი მხოლოდ კონტრაქტის გასაფორმებლად იქნება საჭირო. თავდაპირველად რობოტები 1-კვირიანი გამოსცდელი ვადით დასაქმდებიან. იმ შემთხვევაში კი, თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდება, ასეთი დამხმარეები ,,Softbank-ის” ყველა მაღაზიაში გამოჩნდებიან.
წყარო: Inc.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”