იაპონიაში ალუბლის ყვავილი იგივე საკურა აყვავდა. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც წესი, საკურა გაზაფხულზე 2 კვირის განმავლობაში ყვავის, თუმცა სრულიად მოულოდნელად ის შემოდგომაზეც აყვავდა. ამის მომსწრე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ტურისტები გახდნენ.
მეტეოროლოგიური კომპანია Weathernews-ის ცნობით, ამავე ფაქტს 300-ზე მეტი ადამიანი ადასტურებს. სპეციალისტების განმარტებით, უჩვეულო მოვლენა შესაძლოა ტაიფუნების სერიას და ასევე თბილ ამინდს უკავშირდებოდეს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
გაზიარება: