close
კატეგორიის გარეშე

ინოვაციების კონკურსის გამარჯვებული ქართველი მოსწავლეები NASA-ში მიემგზავრებიან

28 მარტს თბილისში “ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ.   გამარჯვებული გუნდი “ობერტონი” ხუთ  სკოლის მოსწვლეს – მარიამ გამრეკელაშვილს, გიორგი რიგიშვილი, ალექსანდრე ქაჯაიას,  იონა იობიძესა და  სოფიო ჩიხლაძეს აერთიანებს, მათი პროექტი, რომლის წყალობითაც ახალგაზრდები მალე NASA-ში გაემგზავრებიან,  მეხსიერებაზე სხვადასხვა მედიკამენტის გავლენას შეეხება.

“ჩვენი გუნდი მუშაობს ბარნის სმარტ-ლაბირინთის ავტომატიზებაზე. ამ ტესტის საშუალებით ხდება საცდელი ცხოველის მეხსიერების შეფასება და წამლებისა თუ ქიმიური საშუალებების მათზე ზემოქმედების ანალიზი. ბიოლოგებს ამ ყველაფერზე დასაკვირვებლად დიდი დროის ხარჯვა და რუტინული სამუშაოს შესრულება უწევთ, რისი აცილებაც შესაძლებელია ჩვენი პროექტის საშუალებით. ის ავტომატურად განათავსებს თაგვს მაგიდის ტენტრში, იწერს მის მოქმედებას და ტრაექტორიას და ანალიზს მზა სახით აწვდის ბიოლოგს. ჩვენი გამოგონება სრულიად ახალი და ინოვაციური ნაბიჯია მედიცინასა და ბიოლოგიაში, რადგან იგი საშუალებას გვაძლევს შევამოწმოთ ახალი მედიკამენტის გავლენა მეხსიერებაზე, და რაც მთავარია, სრული სიზუსტით,”  – აღნიშნა  ჩვენთან საუბარში მარიამ გამრეკელაშვილმა.

53397862_1785612271538313_894757729183203328_n

მეორე ადგილის მფლობელი  გახდა კომაროვის სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექსებული გუნდი, რომლის პროექტიც მოძრაობის სკანერი გახლავთ. ახალგაზრდები კონკურსის ფარგლებში სტენფორდის უნივერსიტეტში რობოტექნიკის კურსს გაივლიან.

Image may contain: 13 people, people smiling, people standing

მესამე ადგილზე კი,  “აია-GESS”-ისა და სენაკის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების მიერ შექმნილი პროექტი “ესკულაპე” გავიდა.  ნინო ბულბულაშვილი, მარიამ ბარიაშვილი,  გიორგი გეგენავა, გიგი გუგუნავა და ალექსი ტყებუჩავა სულ მალე ბელგიაში გაემგზავრებიან და ევროსფეისის საზაფხულო სკოლაში მიიღებენ მონაწილეობას.

53766667_1791810444251829_4160421114671005696_n

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0