ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლაა. არსებობს მისი ორი ძირითადი ტიპი: იშემიური, ანუ ტვინის ინფაქტი და ჰემორაგიული ანუ სისხლჩაქცევა თავის ტვინში.
ინსულტით უფრო ხშირად ავადდებიან მამაკაცები, ვიდრე ქალები.
ამ დროს ხდება ტვინის ნაწილის ნეკროზი (კვდომა). დაავადების გამომწვევი მიზეზების მიუხედავად, თუკი დაზიანება დიდი არ არის, ორგანიზმის კომპენსატორული უნარის წყალობით ფუნქციები რამდენიმე დღესა თუ კვირაში აღდგება, მაგრამ თუ ფართობი ვრცელია და დაზიანება ტვინის მნიშვნელოვან ნაწილს ეხება, ვითარდება პათოლოგიური დარღვევები.
ინსულტის პროფილაქტიკა პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესია. კარგია ფიზიკური აქტივობა, უნდა შეიზღუდოს თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. მნიშვნელოვანია წნევის კონტროლი.
რისკფაქტორები:
- არტერიული ჰიპერტენზია
- შაქრიანი დიაბეტი
- გულის უმკარისობა
პირველადი დახმარება ინსულტის დროს:
- აუცილებელია სუნთქვის შემოწმება, თუ ადამიანს უჭირს სუნთქვა, საჭიროა ნელი და ფრთხილი მოძრაობით გადატრიალებულ იქნას გვერდით პოზიციაში და პირიდან გამოუღონ ხელოვნური კბილები.
- თუკი არის საშუალება, უნდა გაიზომოს არტერიული წნევა და გლუკოზა. დაფიქსირებული მაჩვენებელი ჩაწერილ უნდა იქნას.
- თუკი დაზარალებულმა დაკარგა გონება და დაეცა, საჭიროა გადაიყვანონ უფრო მოსახერხებელ გარემოში. მითია შეხედულება, რომ ინსულტიანი პაციენტის მოძრაობა აუარებსებს მდგომარეობას. ერათადერთი რეკომენაცია არის ის, რომ თავი სხეულზე მაღალ დონეზე ედოს.
- არ შეიძლება ადამიანს მისცენ წყალი ან საჭმელი, ეს გააღრმავებს პრობლემას.
- ენის ქვეშ უნდა ჩაუდონ პაციენტს გლიცინი, რომელიც აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას. არავითარ შემთვევაში გლიცინი არ უნდა გაიგივდეს ნიტროგლიცერინთან, რომელიც თავის ტვინის მსგავსი პათოლოგიების დროს უკუნაჩვენებია.
- ოთახი, რომელშიც დაზარალებული წევს, უნდა ნიავდებოდეს კარგად.
- არ შეიძლება მაღალი წნევის უეცარი დაგდება ინსულტის დროს, რადგან ესეც არის ადაპტაციური რეაქცია.
მასალა მოამზადა: ნინო ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“