close
ანალიტიკამსოფლიოპოლიტიკა

,,ისლამური სახელმწიფო” პრინც ჯორჯის მოკვლით დაიმუქრა

 „სამეფო ოჯახიც კი არ იქნება უსაფრთხოდ, ჩვენ მას სკოლაში მივაკითხავთ“- ეს მესიჯი ისლამური სახელმწიფოს (ISIS)  მედიაპლატფორმა „Telegram-ზე” გამოქვეყნდა, რომელსაც აქტიურად გამოიყენება მხარდამჭერების რეკრუტირებისა და პროპაგანდისთვის. პოსტი, ასევე, შეიცავდა არაბულ სიტყვებს სიმღერის ტექსტიდან, რომელიც შემდეგნაირად ითარგმნება: „როდესაც ომი ტყვიების მელოდიასთან ერთად გვიახლოვდება, ჩვენ შევუტევთ ურწმუნოებას, შურისძიების სურვილით“.

ბრიტანული სადაზვერვო სამსაზურები აქტიურად ცდილობენ ანონიმური გზავნილების მონიტორინგს, რათა შეამცირონ, არ შეაჩერონ პოტენციური ტერორისტული თავდასხმა გაერთიანებულ სამეფოში.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტების განცხადებით, ეს შემთხვევა ყურადღებით უნდა შეისწავლოს სახელმწიფო უწყებებმა, რადგან, ბოლო პერიოდში, მუქარის წერილების გაგზავნა ტერორისტებისგან კიდევ უფრო აქტიურ ხასიათს იღებს.

აღნიშნულმა ფაქტმა გავლენა მოახდინა იმ ადამიანებზეც, რომლებიც იმ სკოლის მახლობლად ცხოვრობენ, სადაც პრინცი ჯორჯი სწავლობს, რადგან ზოგიერთი მათგანის განცხადებით, შემთხვევა მიმდებარე ტერიტორიას ტერორისტული თავდასხმის პოტენციურ ადგილად ხდის.

ბრიტანეთში ინტერნეტზედამხედველობისა და უსაფრთხოების კომპანია Sixgill-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ახლო მომავალში ISIS შესაძლოა კიდევ უფრო გააქტიურდეს, რადგან ის პოზიციებს კარგავს სირიასა და ერაყში, ახალ საბრძოლო ფრონტად კი შეიძლება დასავლეთი გამოიყენოს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ISIS სამეფო ოჯახის წევრებს ემუქრება. ჯერ კიდევ 2015 წელს ტერორისტების სამიზნე დედოფალი გახდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი, პრინცი ჰარი, რომელსაც ISIS-ის ტერორისტები ჯიჰადისტებთან ღიად შებრძოლებას სთავაზობდნენ.

ბრიტანეთის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, სამეფო ოჯახი ინფორმირებულია ექსტრემისტული გზავნილის შესახებ. თუმცა, უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთება არ იგეგმება.

 

წყარო: express.co.uk

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid