close
მედიცინა

იწვევს თუ არა ,,ნუტელა” კიბოს?

,,ნუტელას” (Nutella) მწარმოებელი ფირმა ,,ფერერო” (Ferrero) აცხადებს, რომ ბრალდებები, თითქოს მათი პროდუქტის ინგრედიენტ –  პალმის ზეთი –  კიბოს იწვევს, უსაფუძვლოა.

მაისში ევროპის სურსათის სტანდარტების ორგანომ გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ ზეთის საკვებ ფორმაში აღმოჩენილი დამბინძურებლები კანცეროგენულია. ორგანიზაციის მტკიცებით, პროდუქტის ზომიერად გამოყენებაც კი ბავშვებში კიბოს რისკს ზრდის და საბოლოო მონაცემების არარსებობის გამო, ნუთელას მოხმარება არცერთ დონეზე არ შეიძლება უსაფრთხოდ ჩაითვალოს.

ევროპის სურსათის სტანდარტების ორგანოს ამ განცხადებამ პროდუქტის გაყიდვები 3 პროცენტით შეამცირა, რადგან მომხმარებელთა ნაწილმა მას ბოიკოტი გამოუცხადა.

პალმის ზეთის პროდუქტებს ბოიკოტი გამოუცხადა და გაყიდვიდან ამოიღო რამდენიმე უმსხვილესმა სუპერმარკეტმა.

ამის საპასუხოდ, ,,ფერერომ” სარეკლამო კამპანია დაიწყო, იმის დასამტკიცებლად, რომ მისი პროდუქტები სრულიად უსაფრთხოა მომხმარებლებისთვის. კომპანია ირწმუნება, რომ ,ნუტელას” წარმოებაში პალმის ზეთის შენარჩუნება მაღალი ხარისხის და არა ხარჯების შესანარჩუნებლად ხდება.

„პროდუქტის პალმის ზეთის გარეშე დამზადება [პალმის ზეთის] დაბალი ხარისხის ჩამნაცვლებელს ნიშნავს. ეს კი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება,“ – განაცხადა ფერეროს შესყიდვების მენეჯერმა ვინჩენტო ტაპელამ საინფორმაციო სააგენტო როიტერსთან საუბრისას.

სააგენტო ,,როიტერის” გამოთვლით, შემცვლელი ზეთები, მაგალითად მზესუმზირის ან რაფსის თესლის/rapeseed/ ზეთი პროდუქციის წარმოებას დაახლოებით 22 მილიონი აშშ დოლარით გააძვირებს.

პალმის ზეთის კიბოსთან დაკავშირება glycidyl fatty acid esters-ის (GE) გამო მოხდა. კიბოს ცენტრის ინფორმაციით, გლიციდილი, არის ცხიმოვანი მჟავა, რთული ეთერზეთი, რომელიც პალმის ზეთისგან იწარმოება, როდესაც ის 200 გრადუსზე ზემოთ თბება.

„არსებობს მტკიცებულებები, რომ გლიციდილი არის გენოტოქსიკური და კანცეროგენული, ამიტომ არ არის ის უსაფრთხო,“-განაცხადა  ,,CONTAM-ის” ხელმძღვანელმა, ჰელე კნუტსენსმა.

როგორც ცნობილია, დამაბინძურებლები გვხვდება სხვა მცენარეულ ზეთებშიც, მარგარინში და დამუშავებულ საკვებში, მაგრამ პალმის ზეთი ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია.

გლიციდილის ცხიმოვანი მჟავის შესახებ შეშფოთება გამოხატეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ, თუმცა გაფრთხილება მისი მოხმარების შეჩერების შესახებ მალევე შეწყვიტეს.

ნოემბერში, AMNESTY INTERNATIONAL-მა გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ COLGATE-PALMOLIVE, KELLOGG, NESTLE, PROCTER&GRAMBLE, RECKITT BENCKIESER  და UNILEVEL  წარმოებაში იყენებდნენ პალმის ზეთს, ინდონეზიის პლანტაციებში, სადაც სახიფათო პირობებში 8 წლამდე ბავშვები მუშაობდნენ.

,,AMNESTY INTERNATIONAL-ის” ინფორმაციით, ბავშვებს 25 კილოგრამზე მეტი წონის პალმის ხილით დატვირთული ტომრების ტარება უწევდათ.

პალმის ზეთი უკვე დიდი ხანია გარემოს დეგრადაციას უკავშირდება. ის ასევე დაკავშირებულია ტყის მასობრივ გაჩეხვასთან, რამაც ორანგუტანების დაკარგვა გამოიწვია.

როგორც ,,ფერეროში” აცხადებენ, ისინი პალმის ზეთს მრგვალი მაგიდის მიერ დამოწმებული სტანდარტების მიხედვით მოიპოვებენ.

 

წყარო: http://www.independent.co.uk/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid