რაციონალური კვება არის ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ჯანმრთელ ადამიანთა სრულფასოვანი კვება მათი ასაკის, სქესისა და შრომითი საქმიანობის, ასევე კლიმატური პირობებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. რაციონალურმა კვებამ უნდა უზრუნველყოს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობა (ჰომეოსტაზი) და მაღალ დონეზე შეინარჩუნოს ორგანიზმის ცხოველმყოფელობა (ზრდა, განვითარება, ორგანოთა და სისტემათა ფუნქციები).
საკვების რაციონის მიმართ წაყენებული ზოგადი მოთხოვნები ასახულია შემდეგ პისტულაციებში:
- დღიური საკვები რაციონი თავისი ენერგეტიკული ღირებულებით შეესაბამება ორგანიზმის ენერგოხარჯვებს. ენერგიაზე ორგანიზმის მოთხოვნილება დამოკიდებულია ასაკზე და მასთან დაკავშირებულ ძირითად ცვლაზე, სქესზე, სხეულის მასისა და სიმაღლის თანაფარდობაზე, პროფესიულ და არაპროფესიულ საქმიანობაზე, ცხოვრების ხარისხსა და პირობებზე, კლიმატზე. ენერგიაზე მოთხოვნილება ასევე განისაზღვრება ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობით (ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება).
- ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს საკვები ნივთიერებების იმ რაოდენობითა და პროპორციებით, რომლებიც მაქსიმალურად სასარგებლოა ორგანიზმისათვის. ამ პოსტულატს საფუძვლად უდევს საკვები რაციონის მიმართ ბალანსური მიდგომა, რაც განისაზღვრავს რაციონის ხარისხს: ნუტრიენტების შემცველობას, შეუცვლელ და შენაცვადი ნივთიერებების თანაფარდობას (ცხოველური და მცენარეული ცილები; ცხიმოვანი მჟავები; ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების პროპორციები). ეს პორტულატისაფუძვლად უდევს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისათვის რაციონების სწორ შედგენას.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: