close
კვლევებისაქართველოფსიქოლოგია

კავშირი აღზრდის სტილსა და მოზარდის თვითშეფასებას შორის – კვლევა საქართველოში

,,დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრმა”  ჩაატარა კვლევა –  მშობლის აღზრდის სტილის გავლენა ბავშვის თვითშეფასებაზე. გამოყენებულ იქნა როზენბერგის თვითშეფასებისა და ოვჩაროვას აღზრდის სტილის კითხვარები.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 150 (ას ორმოცდაათი)  10-დან 17 წლამდე მოზარდი და მათი დედები. მოზარდთაგან 80 იყო მდედრობითი სქესის, ხოლო 70 – მამრობითი სქესის. კვლევსი შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთაგან 62 დედას ( 41.3%)  ჰქონდა დემოკრატიული აღზრდის სტილი, 51 დედას ( 34%) ავტორიტარული აღზრდის სტილი და 37 დედას ( 24.7%) ლიბერალური აღზრდის სტილი.

დემოკრატიული აღზრდის სტილი მქონე დედების 38 შვილს ( 61.3%) ჰქონდა მაღალი თვითშეფასება, 24 მოზარდს ( 38.7%) საშუალო თვითშეფასება და არცერთ მათგან არ ჰქონდა დაბალი თვითშეფასება.

ავტორიტარული აღზრდის სტილი მქონე დედების 7 შვილს ( 13.7%) ჰქონდა მაღალი თვითშეფასება,   29 (56.9%)  მოზარდს საშუალო თვითშეფასება და 15 მოზარდს ( 29.4%)  დაბალი თვითშეფასება.

ლიბერალური აღზრდის სტილი მქონე დედების არცერთ შვილს არ აღმოაჩნდა მაღალი თვითშეფასება, 13 მოზარდს (35%) ჰქონდა საშუალო თვითშეფასება და 24 მოზარდს (65 %) დაბალი თვითშეფასება.

დემოკრატიული აღზრდის სტილის მშობლების  15 დედისერთა მოზარდიდან 12 მოზარდს (80%) ჰქონდა მაღალი თვითშფასება, 3 მოზარდ 20% ჰქონდა საშუალო თვითშეფასება და არცერთს დაბალი თვითშფასება.

გამოკითხულთაგან 35 მოზარდი იყო დედისერთა, აქედან 9 ბავშვის დედას ახასიათებდა ლიბერალური აღზრდის სტილი  და ამ 9 ბავშვიდან 5 მოზარდს ჰქონდა დაბალი თვითშეფასება ხოლო 4 ბავშვს საშუალო და არცერთს მაღალი. 11  დედისერთა ბავშვს ჰყავდა ავტორიტარული აღზრდის სტილის მშობელი და ამ 11 ბავშვიდან 6 ბავშვს ჰქონდა საშუალო თვითშეფასება ხოლო 5 ბავშვს დაბალი. 15 დედისერთა მოზარდს ჰყავდა დემოკრატიული აღზრდის სტილის მშობელი და ამ 15 მოზარდიდან 3 ჰქონდა საშუალო თვითშეფასება , ხოლო 12-ს მაღალი თვითშეფასება, არცერთს დაბალი.

გამოკითხულთაგან 36 მოზარდი იყო დედმამიშვილებიდან პირველი, აქედან 7 ბავშვის დედას ახასიათებდა ლიბერალური აღზრდის სტილი  და მათგან 5 მოზარდს ჰქონდა დაბალი თვითშეფასება, ხოლო 2 ბავშვს საშუალო და არცერთს მაღალი. 36 მოზარდიდან 7 ბავშვს ჰყავდა ავტორიტარული აღზრდის სტილის მშობელი; აქედან  4 ბავშვს ჰქონდა საშუალო თვითშეფასება, 1 ბავშვს დაბალი და 2 ბავშვს მაღალი. დარჩენილ 22 მოზარდს ჰყავდა დემოკრატიული აღზრდის სტილის მშობელი და მათგან 10 მოზარდს ჰქონდა საშუალო თვითშეფასება და 12 მოზარდს მაღალი თვითშეფასება, არცერთს დაბალი.

გამოკითხულთაგან 41 მოზარდი იყო დედმამიშვილებიდან მეორე, აქედან 9 ბავშვის დედას ახასიათებდა ლიბერალური აღზრდის სტილი  და ამ 9 ბავშვიდან 5 მოზარდსჰქონდა დაბალი თვითშეფასება ხოლო 4 ბავშვს საშუალო და არცერთს მაღალი. 41 მოზარდიდან 18 ბავშვს ჰყავდა ავტორიტარული აღზრდის სტილის მშობელი; აქედან  11 ბავშვს ჰქონდა საშუალო თვითშეფასება, 5 ბავშვს დაბალი და 2 ბავშვს მაღალი. დარჩენილ 14 მოზარდს ჰყავდა დემოკრატიული აღზრდის სტილის მშობელი და მათგან 7 მოზარდს ჰქონდა საშუალო თვითშეფასება და იმდენივე 7 მოზარდს მაღალი თვითშეფასება, არცერთს დაბალი.

გამოკითხულთაგან 27 მოზარდი იყო დედმამიშვილებიდან მესამე, აქედან 7 ბავშვის დედას ახასიათებდა ლიბერალური აღზრდის სტილი  და მათგან  4 მოზარდს ჰქონდა დაბალი თვითშეფასება ხოლო 3 ბავშვს საშუალო და არცერთს მაღალი. 27 მოზარდიდან 10 ბავშვს ჰყავდა ავტორიტარული აღზრდის სტილის მშობელი; აქედან  5 ბავშვს ჰქონდა საშუალო თვითშეფასება, 3 ბავშვს დაბალი და 2 ბავშვს მაღალი. დარჩენილ 10 მოზარდს ჰყავდა დემოკრატიული აღზრდის სტილის მშობელი და მათგან 3 მოზარდს ჰქონდა საშუალო თვითშეფასება და 7 მოზარდს მაღალი თვითშეფასება, არცერთს დაბალი.

გამოკითხულთაგან 11 მოზარდი იყო დედმამიშვილებიდან მეოთხე, აქედან 5 ბავშვის დედას ახასიათებდა ლიბერალური აღზრდის სტილი და ხუთივე მოზარდს ჰქონდა დაბალი თვითშეფასება და არცერთ ბავშვს საშუალო და მაღალი. 11 მოზარდიდან 5 ბავშვს ჰყავდა ავტორიტარული აღზრდის სტილის მშობელი; აქედან 3 ბავშვს ჰქონდა საშუალო თვითშეფასება, 1 ბავშვს დაბალი და 1 ბავშვს მაღალი. დარჩენილ 1 მოზარდს ჰყავდა დემოკრატიული აღზრდის სტილის მშობელი და თავად მოზარდსახასიათებდა საშუალო თვითშეფასება.

კვლევიდან გამომიდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღზრდის სტილი დიდწილად განაპირობებს თვითშეფასებას, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რიგითობას ბავშვებში, ვინაიდან მესამე და შემდეგ ბავშვს თვითშეფასება უფრო მაღალი აქვს ვიდრე პირველ შვილს.

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld