close
მედიცინა

,,ხალხში არაა გაცნობიერებული, რომ მოციმციმე არითმიის განკურნება შესაძლებელია” – ექიმი კარდიოლოგი გიორგი ჩხოლარია

„ერთ საერთო ფრაზას გეტყვით, რომელსაც პაციენტები ხშირად მეუბნებიან – არ ვინანეთ ამ ოპერაციის გაკეთება,“- ამბობს ექიმი კარდიოლოგი გიორგი ჩხოლარია, რომელიც ქუთაისში, მოციმციმე არითმიის სამკურნალოდ კრიოაბლაციის ოპერაციას უკვე 5 თვეა ატარებს.

2018 წლის ივლისში, ქუთაისში მოციმციმე არითმიის სამკურნალოდ პირველმა კრიოაბლაციამ წარმატებით ჩაიარა. მას შემდეგ, ქუთაისში კიდევ არაერთი ოპერაცია ჩატარდა. გიორგი ჩხოლარია ამბობს, რომ კრიოაბლაცია, შედეგების თვალსაზრისით, იმაზე უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.

ექიმი კარდიოლოგი აღნიშნავს, რომ აქამდე,მოციმციმე არითმიის სამკურნალოდ, რადიოსიხშირულ აბლაციას მიმართავდნენ, რაშიც საკმაოდ დიდი დრო იხარჯებოდა. კრიოაბლაციის შემთხვევაში კი, პროცედურა თითქმის განახევრებულია და როგორც ექიმი ამბობს,პაციენტი  ეფექტს მომენტალურად იღებს. ამასთან, არ სჭირდებათ ნარკოზის გამოყენებაც. კრიოაბლაციის კიდევ ერთი უპირატესობა მარტივი პროცედურაა, რის გამოც მას ბევრი პაციენტი თანხმდება.

„ოპერაციაზე საუბრისას, პაციენტის პირველი პასუხია ხოლმე, რომ ეშინიათ. თუმცა, კრიოაბლაციის შემთხვევაში, მათი დაყოლიება უფრო ადვილი გახდა. როცა ვუხსნით, რომ ეს არის უნარკოზო ოპერაცია, ადგილობრივი ანესთეზიით მიმდინარეობს, რომ მეორე დღეს უკვე სახლში მიდის, ოპერაცია უსისხლოა და არ არის მტკივნეული, მას უკვე რთულ ოპერაციად არ აღიქვამენ,“- ამბობს გიორგი ჩხოლარია.

მისივე თქმით, მოციმციმე არითმია ძალიან გავრცელებული დაავდებაა განსაკუთრებით, 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში. ექიმი ამბობს, რომ დაავადების მაჩვენებლები მზარდია არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, არამედ ქვეყნის მასშტაბით, თუმცა, მიმართვიანობა მაინც დაბალია.

„ხალხში არ არის გაცნობიერებული, რომ ამ დაავადების განკურნება შეიძლება. დაავადებას უყურებენ, როგორც ქრონიკულს და მიაჩნიათ, რომ მთელი ცხოვრება წამლების ქვეშ უნდა იყვნენ,“- ამბობს გიორგი ჩხოლარია.

მისივე თქმით, ამ ოპერაციის დანერგვა შეუძლებელი იქნებოდა ჯანდაცვის პროგრამის გარეშე, რომელიც ასაკით პენსიონერებს და მიზნობრივი პოლისის მატარებელ პაციენტებს აფინანსებს.

„პროცენტული მაჩვენებლი, ვინც კრიოაბლაციაზე თანხმდება, კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსებული იქნებოდა არა საპენსიო ასაკის ხალხშიც,“- ამბობს გიორგი ჩხოლარია.

კრიოაბლაციის საშუალებით შესაძლებელია: არითმიის დიაგნოსტიკა და მისი მექანიზმისგარკვევა და შემდეგ არითმიის კერის (უჯრედებისჯგუფის, დამატებითი გამტარი გზის) მოშორება დაამ არითმიისგან პაციენტის საბოლოო განკურნება. პროცედურის შესახებ: კრიოაბლაცია მინიინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროსადგილობრივი ანესთეზია ბარძაყის ან ლავიწქვეშამიდამოში კეთდება და შესაბამის ვენაში რამდენიმეკათეტერი დგება. აღნიშნული კათეტერებისმეშვეობით გულში სადიაგნოსტიკო და სააბლაციოელექტროდები შეჰყავთ. ელექტროდებისგადაადგილება პაციენტისთვის უმტკივნეულოა დარენტგენოსკოპიის კონტროლით ხორციელდება. ელექტროდები გულში სათანადო ადგილებშითავსდება. კრიოაბლაციის დროს, სპეციალურიკათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერისდაზიანება (მოყინვა). კრიოაბლაციისხანგრძლივობა დაახლოებით 1-3 საათია.
კრიოაბლაციის მიმართულებით დღესსაქართველოში 3 წარმატებული ექიმკარდიოლოგი მუშაობს: ზვიადმათოშვილი,გიორგი პაპიაშვილი, გიორგიჩხოლარია.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.janmrteligulit.ge

გაზიარება:
fb-share-icon0