,,დოქტრინა” გასწავლით სხვადასხვა კომბინაციურ ხერხს, რომლითაც კომპიუტერთან მუშაობა კიდევ უფრო გაგიადვილდებათ. ამ დროს ნაკლები დრო დაგეხარჯებათ, საქმეს კი – უფრო სწრაფად და მარტივად გააკეთებთ.
Win + D — ჩამოიხუროს ყველა ფანჯარა, ხელმეორედ დაჭერა აღადგენს ფანჯრების განლაგებას.
Win + E — გზამკვლევის (Explorer) გამოძახება.
Win + F — პროგრამებში ძიების ფანჯრის გამოძახება.
Win + R — ფანჯარა Run-ის გამოძახება.
Win + M — ჩამოიხუროს ყველა აქტიური ფანჯარა, გარდა თვისებების (Properties) ფანჯრისა.
Win + L — მომხმარებლების ასარჩევში გადასვლა
Win > U > U — კომპიუტერის გამორთვა.
Win > U > R — კომპიუტერის გადარესტარტება.
Win > U > S — კომპიუტერის დაძინება.
Win > L > L — მომხმარებლის ზონიდან გამოსვლა.
Win + Break — სისტემის თვისებების გამოძახება (System Properties).
Win + Shift + M — ფანჯრების ჩამოხურვის გაუქმება/გადაფიქრება.
Win + Tab — გზამკვლევში (Explorer) ფანჯრებში გადართვა.
Win + F1 — შველის/დახმარების გამოძახება.
Alt + F4 — ფანჯრის ან პროგრამის გამორთვა, თუ არაფერი არაა გახსნილი აგდებს იგივეს რაც Win > U (თიშავს თითქმის ყველაფერს ახალი თამაშების გარდა).
Alt + Tab — ფანჯრებს შორის გადამრთველის ამოგდება (გადასაწევად უნდა გეჭიროთ Alt–ზე და აჭიროთ Tab–ს).
Alt + Enter — იხსნება თვისებების (propertis) ფანჯარა მონიშნული ობიექტისათვის (ობიექტი შეიძლება იყოს, დისკი ფაილი, საქაღალდე).
Alt + Space — ხსნის აქტიური ფანჯრის სისტემურ მენიუს, ჯამში ეს კომბინაცია ტოლფასია მაუსით აქტიური ფანჯრის ხაზზე მარჯვენა კლავიშით დაწკაპუნებისა.
Alt + [და მენიუში ხაზგასმული ასო] — იძახებს მენიუს შესაბამის პუნქტს.
Backspace — ერთი დონით ზემოთ ასვლა Windows Explorer-ში, ხოლო Internet Explorer-ში კი ერთი გვერდით უკან დაბრუნება (თუ რა თქმ აუნდა ეს უკანა გვერდი უკვე გაიარეთ და დაბრუნება გსურთ).
Ctrl — დააჭირეთ ამ ღილაკს მაშინ როდესაც ფაილი გადაგაქვთ ერთიადგილიდან მეორეზე, იმისათვის, რომ საწყისი ფაილის კოპირება მოხდეს და არა გადაადგილება.
Ctrl + A — ყველაფრის მონიშნვა
Ctrl + B — მონიშნულის გასქელება
Ctrl + Z — ცვლილების გაუქმება (Undo), ბოლო მოქმედების გადაფიქრება, გადადება, ზოგიერთ პროგრამაში შეიძლება მხოლოდ ერთი მოქმედების დაბრუნება, ზოგიერთი კი უსასრულო რაოდენობის დაბრუნება შეიძლება.
Ctrl + Y — გაუქმებული ცვლილების დაბრუნება (Redo).
Ctrl + C — დაკოპირება მეხსიერებაში დამახსოვრება.
Ctrl + X — ამოჭრა მეხსიერებაში დამახსოვრება (იგივეა რაც გადაკოპირება ოღონდ საწყისის განადგურებით).
Ctrl + V — დაკოპირებულის ჩასმა.
Ctrl + I — მონიშნულის წაქცევა.
Ctrl + U — მონიშნულის გახაზვა.
Ctrl + O — გახსნა.
Ctrl + S — დამახსოვრება.
Ctrl + N — ახალი დოკუმენტი.
Ctrl + W — თუ გააჩნია რამოდენიმე ფანჯარა პროგრამას ხურავს ერთერთს მაგრამ პროგრამა არ ითიშება.
Ctrl + R — გვერდის განახლება.
Ctrl + T — ახალი Tab (არ მუშაობს ბრაუზერებზე რომლებსაც Tab–ები არ აქვთ, მაგ. Internet Explorer 6).
Ctrl + N — ახალ ფანჯარაში იგივეს გახსნა (მხოლოდ Internet Explorer).
Ctrl + F — გვერდზე ან დოკუმენტში რამე სიტყვისა თუ წინადადების ძებნა.
Ctrl + Alt + Delete — ეგრეთ წოდებული ცხელი კომბინაცია.
Ctrl + Esc — მენიუ Start-ის გამოძახება/დახურვა.
Ctrl + Shift — დააჭირეთ ამ კომბინაციას როდესაც გადაგაქვთ ფაილი ერთი ადგილიდან მეორეზე და საბოლოო ადგილზე მიიღებთ ფაილის მოკლე კლავიშს (Shortcut).
Ctrl + Shift + S — ახალ ფაილად შენახვა.
Shift + Delete — ობიექტის/ფაილის წაშლა სანაგვე ყუთში მოხვედრის გარეშე.
Shift + F10 — იგივეა რაც ობიექტზე მაუსის მარჯვენა კლიკი.
F1 — შველის/დახმარების გამოძახება.
F2 — მონიშნული ობიექტის სახელის შეცვლა.
F3 — ძიება.
F4 — Explorer-ში სისტემური მისამართების ფანჯრის გახსნა/ჩამოშლა.
F5 — განახლება.
F6 — გზამკვლევის (Explorer) მენიუებში გადართვა.
F10 — აქტიურს ხდის მენიუს პუნქტს.