გაეროს გლობალური კლიმატური მოლაპარაკებების მომავალი თავმჯდომარე აშშ-ს მოუწოდებს, წყნარი ოკეანის კუნძულები გლობალური დათბობის ზეგავლენისგან დაიცვას.
ფიჯის პრემიერ-მინისტრმა ფრანკ ბაინიმარამამ მარაკეშში მიმდინარე მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ კუნძულებს ისე სჭირდება აშშ, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს. მან აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილება ტრიუკი არაა, როგორც ამას აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უწოდებს. მეტიც, იგი აცხადებს, რომ აშშ გასულ წელს პარიზში, 197 სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილ კლიმატის შეთანხმებას გაემიჯნება.
„მოვუწოდებ აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, გააცნობიეროს ამერიკის, როგორც კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერი სახელმწიფოს როლი და შეცვალოს პოზიცია კლიმატის ცვლილებების მოვლენის მიმართ,“ – განაცხადა ფიჯის პრემიერ მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებმაც გასულ წელს პარიზში მიღებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს, ასამდე გაიზარდა.
„მარაკეშში მიმდინარე მოლაპარაკებების დელეგატებმა პარიზის შეთანხმების მხარდასაჭერად მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს,“ – განაცხადა მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის წარმომადგენელმა პაულა კაბარელომ.
რაც მთავარია, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2018 წლამდე პარიზის შეთანხმების ხელშეკრულების წესების დასრულება უნდა მოხდეს.
მონაწილეებმა მარაკეშის პროკლამაციაც მიიღეს, ეს გახლავთ დოკუმენტი, რომლითაც პარიზის შეთანხმების ას ოთხოცდაჩვიდმეტივე ხელმომწერი ერთი წლის წინ გაცხადებულ განზრახვას ადასტურებს ანუ ქვეყნები გამოთქვამენ მზაობას, გარემოში ნახშირბადის დონის შესამცირებლად ყველა ღონე იხმარონ. აღსანიშნავია, რომ პროკლამაცია აღნიშნულ ქვეყნებს საჭირო ღონისძიებების დაჩქარებისკენ მოუწოდებს.
მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა, მხარეებს შორის გარკვეულ სფეროებში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მოლაპარაკებები ტრამპის მიერ შერჩეული აშშ-ის დელეგატების მონაწილეობით 2017 წელს გაგრძელდება.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”