close
ბიზნესიგანათლებასაქართველო

მერიკო კობერიძე – ტაქსისტი გოგონა ორი დიპლომითა და მცირე ბიზნესით

26 წლის მერიკო კობერიძე, როგორც საკუთარ თავს აღწერს – სვანეთში დაბადებული და თბილისში გაზრდილი რაჭველი გოგოა, რომელსაც უყვარს ცხოვრებისეული ექსპერიმენტები და, გარდა იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტში მუშაობს, საქველმოქმედო საქმიანობითა და ტაქსისტობითაც არის დაკავებული, საკუთარ მოტივაციასა და ცხოვრების სტილზე მერიკო თავად გვესაუბრება.
-მერიკო, ქართულ რეალობაში საკმაოდ უცხო შემთხვევაა გოგო ტაქსისტი და ისიც, ორი დიპლომით, გვიამბე საკუთარი პროფესიის შესახებ.
-2009 წელს ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნების და მეცნიერების ფაკულტეეტზე, სადაც დავამთავრე ფსიქოლოგიის ფაულტეტი. ჩემდა საბედნიეროდ, ილიას უნივერსიტეტმა პოლონეთის საელჩოსთან ერთად, გამოაცხადა კონკურსი და პოლონური ენის გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მოვხვდი ჩარიცხულთა სიაში, რის შემდეგაც სწავლა პოლონეთში, ქალაქ კატოვიცაში გავაგრძელე, იქ დაგროვილი და ილიას უნივერსიტეტში აღებული კრედიტების ჯამით აღმოვჩნდი მაღალრეიტინგული სტუდენტი სიაშიც და სტაჟირება განვაგრძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად კი, ვმუშაობ ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტში.
-პარალელურად, მეორეული ტანსაცმლის მცირე ბიზნესიც გაქვს, როგორ მიხვედი ამ იდეამდე?
-თავდაპირველად იმ საკუთარი სამოსის გაყიდვით დავიწყე, რომელიც კარგ მდგომარეობაში იყო და ხალხს მოეწონა ხარისხიანი სამოსის ძალიან დაბალ ფასად შეძენა, მას შემდეგ უკვე, მეორეულ მაღაზიებში ვყიდულობ, ვაწესრიგებ და ისე ვყიდი სოციალური ქსელის მეშვეობით, თუმცა დაბალ ფასებს ამჯერადაც ვინარჩუნებ. მინდოდა, ამ ყველაფერს ქვემოქმედების სახეც ჰქონოდა და საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე, შემოსული თანხის 10%-ს აუტისტური სპექტრის წარმომადგენელთა ფონდში ვრიცხავ.
-რამ გადაგაწყვეტინა ამ ყველაფერთან ერთად, ტაქსისტის საქმიანობის შეთავსებაც და როგორ შეხვდნენ შენს ამ ინიციატივას გარშემომყოფები?
-ჩემს სამსახურში სამუშაო საათები, როგორც სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, 9 საათზე იწყება და 18:00 საათზე სრულდება, ჩემი მცირე ბიზნესისათვის დროს შაბათ – კვირას ვანაწილებ და შესაბამისად, მინდოდა სამუშაო დღეებში თავისუფალ საღამოს შევსება, მქონდა მართვის მოწმობა და ავტომობილი. ვიფიქრე და ასე შეიქმნა Merik’s Weekend Taxi.
გამიმართლა, რომ ოჯახის წევრებში, მეგობრებში და მგზავრებშიც მიმართლებს, მხარს მიჭერენ და ვგრძნობ მათ გვერდში დგომას, რადგან მათ აბსოლუტურად ადეკვატურად მიიღეს ჩემი გადაწყვეტილება, რისთვისაც მადლიერი ვარ. ხშირად ვიღებ კომპლიმენტებსაც, რაც ძალიან სასიამოვნო მოსასმენია.
-რამდენად რთულია ახალგაზრდა გოგოსთვის ამდენი საქმის ერთმანეთთან შეთავსება და როგორია შენი სამომავლო გეგმები?
-ვიტყოდი, რომ ჩემთვის რთულია უსაქმოდ ყოფნა, ბევრი საქმე კი, პირიქით, ბევრ ენერგიას მაძლევს, იძულებულს ვხდი საკუთარ თავს უფრო მობილიზებული ვიყო. ყოველ დილით ვწერ თუ რა მაქვს კონკრეტულ დღეს გასაკეთებელი და ეს საქმეს ამარტივებს. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ისინი ძირითადად ჩემს მცირე ბიზნესს „MERIK’S WEEKED TAXI-ისა“ და ჩემს განათლებას უკავშირდება, თუმცა, მივიჩნევ, რომ სამომავლო გეგმებზე საუბარი არ ღირს, სანამ რეალური საფუძველი არ ჩაეყრება მათ.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid