შეერთებული შტატების ფედერალურმა კავშირგაბმულობის კომისიამ კომპანია Space X-ს 7500 საკომუნიკაციო თანამგზავრის გაშვების უფლება მისცა. ეს თანამგზავრები ელონ მასკის პროექტის- Starlink-ის ნაწილია. მათ თანამგზავრული ინტერნეტის შესაქმნელად გამოიყენებენ.
Space X-ის 7518 თანამგზავრი დედამიწიდან 335-346 კილომეტრის სიმაღლეზე იქნება განლაგებული. დამატებით კიდევ 4425 აპარატი 1110-1325 კილომეტრის სიმაღლეზე განთავსდება. თანამგზავრების ასეთ სიმაღლეზე განლაგება Space X-ის წარმომადგენლის განმარტებით ხელს შეუწყობს ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესებას.
გაზიარება: