კომპანია „Nice Architect-მა“ ბრატისლავადან, შეიმუშავა ახალი პროექტი – ეკოსაცხოვრებელი, რომელსაც ეწოდება „Ecocapsule-ი“. ახალ საცხოვრებელ სახლებს წარმოადგენს კომპაქტური კაფსულები, რომლებიც მთლიანად ავტომატურია.
ის აღჭურვილია წვიმის წყლის შეგროვების სისტემითა და მზის პანელებით. კაფსულის შიდაფართობი 8 კვადრატული მეტრია. პროდუქტი გათვლილი იქნება ტურისტებისთვის და მკვლევარებისთვის, დროებით საცხოვრებლად. ისინი ადვილად ტრანსპორტირებადია და შეიძლება დამონტაჟდეს ნებისმიერ ადგილას. კაფსულაში, არა მარტო ძილისთვის არის ადგილი, აგრეთვე, აქვე განთავსებულია: საპირფარეშო, შხაპი და სამზარეულოც კი. კაფსულის შიგნით ყოველთვის არის კომფორტული ტემპერატურა, რომელიც რეგულირდება საჰაერო კონდიციონერით. მსგავსი კაფსულები უკვე ხელმისაწვდომია და მისი ფასი შეადგენს 80, 000–ს ევროს.
წყარო: Sciencealert.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“