close
ისტორიამსოფლიორელიგია და მეცნიერება

ჟანა დარკის კოცონზე დაწვიდან 587 წელი გავიდა – ორლეანელი ქალწულის ისტორია

587 წლის წინ – 1431 წლის 30 მაისს, რუანში კოცონზე დაწვეს 19 წლის ქალწული, რომელსაც ხალხი ღვთისმშობელს ადარებდა.

ჟანა დარკი ასწლიანი ომის დროინდელი ფრანგი სახალხო გმირია, რომელიც საფრანგეთის ჯარს ჩაუდგა სათავეში და ინგლისელი დამპყრობლებისაგან გაათავისუფლა ქალაქი ორლეანი (1429 წელს.)  ორლეანელი ქალწული სათავეში ჩაუდგა 10-ათასიან საფრანგეთის არმიას, რომელმაც ინგლისელებს  მწარე მარცხი აგემა და უკან დახევა აიძულა. დარკის დამსახურებით,  7 თვის მანძილზე ინგლისელებისგან ალყაში მოქცეული ქალაქი ოთხ დღეში გაათავისუფლა. ინგლისელებს ერთადერთი ქალაქი უწევდა წინააღმდეგობას – ორლეანი.

თუმცა, მის შემდგომ წარმატებებს  თვით ფრანგთა მეფემ  -კარლოს მეშვიდემ და სამღვდელოებამ შეუშალა ხელი.

როგორც ცნობილია, დარკი ხილვებზე საუბრობდა, სწორედ ეს გამოიყენეს ინგლისელებმა და  ორლეანელი ქალწულის წარმატებას დემონურ ძალებს მიაწერეს. რაც, პრინციპში, კათოლოკურ ეკლესიასაც აწყობდა, რადგანაც, მათ არ მოსწონდათ ხალხის დამოკიდებულება ჟანასადმი და მისი შედარება ღვთისმშობელთან.  ორლეანთან გამარჯვებიდან ერთი წელიც კი არ იყო გასული -1430 წლის 23 მაისს ერთ-ერთი უბრალო შეტაკებისას ჟანა ტყვედ ჩავარდა. იგი ტყვედ აიყვანეს არა ინგლისელებმა, არამედ ბურგუნდებმა (გერმანელ ტომთა შთამომავლები, რომლებიც ცხოვრობდნენ საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში), რომლებმაც ჟანა დარკი გაყიდეს ინგლისელებზე.

ვერაგული ღალატით, დარკი მტერს ტყვედ ჩაუვარდა, ხოლო მის გამოსყიდვაზე მეფემ და ეპისკოპოსმა უარი თქვეს.

საბოლოოდ, ინკვიზიციამ ქალწულ გმირს – როგორც ჯადოქარს, კოცონზე დაწვა მიუსაჯა.

საინტერესოა, რომ 1450 წელს კარლოს მეშვიდის ბრძანებით პროცესი გადაისინჯა და ქალწული გაამართლეს.

1920 წელს იგი კათოლიკურმა ეკლესიამ ჟანა დარკი გმირად აღიარა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid