close
ეკონომიკაკვლევებიმსოფლიო

კრიზისები, რომლებიც არ გახმაურებულა: 70 მილიონი ადამიანი დახმარების მოლოდინშია

ჟენევაში მოქმედი, 1945 წელს დაარსებული საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია CARE-ს განცხადებით, 70 მილიონამდე ადამიანი ჰუმანიტარულ კრიზისში იმყოფება. კრიზისებმა ვერ დაიმსახურა საკმარისი ყურადღება სხვადასხვა ქვეყნის მედიის მხრიდან, შესაბამისად, ნაკლებად, ჰუმანიტარული მისიები ნაკლებად დააფინანსეს საერთაშორისო დონორებმა და ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა.

ჩრდილოეთი კორეა, ერითრია და ბურუნდი „2017 წლის ყველაზე ნაკლებად ცნობილი ჰუმანიტარული კრიზისების“ სიის სათავეშია.  დანარჩენი ქვეყნებია: სუდანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მალი, ვიეტნამი, ჩადის ტბის აუზის რეგიონი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, პერუ.

როგორც აღინინიშნა, კვლევა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია CARE-ს ორგანიზებულია. ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ლაურა ლის განცხადებით, „ზოგიერთი კრიზისული შემთხვევა თითქმის შეუმჩნეველი დარჩა საერთაშორისო საზოგადოებას. ჩვენს ანგარიშში ჩანს, რომ 70 მილიონი ადამიანი 10 ყველაზე ნაკლებად ცნობილ ჰუმანიტარულ კრიზისში, სიჩუმეში იტანჯებოდა“ .  დღეს მსოფლიოში დაახლოებით 220 მილიონი ადამიანია ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში, ზემოთ აღნიშნული რაოდენობა კი მის 1/3-ს შეადგენს. მიუხედავად დიდი რაოდენობისა, ამ 10-მა ქვეყანამ ჯამში მთლიანი დაფინანსების 2%-ზე ნაკლები მიიღო.

როგორც ირკვევა, ყველაზე დიდ დახმარებას ჩრდილოეთი კორეის მოსახლეობა საჭიროებს: 18 მილიონი ადამიანი, რომლებიც ვერ იღებენ სიცოცხლისთვის საჭირო საკვებს, დამოკიდებულნი არიან ხელისუფლებაზე, რომ იარსებონ. გაეროს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩრდილოეთ კორეაში ყოველი მეორე ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. გარდა ამისა, გლობალური დათბობის გამო, ხშირია წყალდიდობები და სხვა ბუნებრივი კატასტროფები.  მაშინ, როცა ჩრდილოეთ კორეა თითქმის ყოველდღე ფიგურირებს სხვადასხვა მედია საშუალებებში მისი ბირთვული იარაღისა თუ საგარეო პოლიტიკის კამო, ნაკლები ყურადღება ექცევა იმას, თუ რა ჰუმანიტარული სიტუაციაა იქ და როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარების დაწყება. CARE-ს არ  აქვს ჩრდილოეთ კორეაში ოპერირების უფლება, თუმცა, გაეროს მსოფლიო საკვების პროგრამა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მსგავსი ლიცენზიით სარგებლობენ.

აღსანიშნავია, რომ 10 კრიზისიდან, 3 აფრიკაშია:

მაგალითად, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული კონფლიქტის შედეგად, 2017 წელს, ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებენ, გაორმაგდა და 8 მილიონს გაუტოლდა.

„ჩვენ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ  მედიაში გავრცელებულ მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია გამოიწვიოს ეფექტიანი და დროული ქმედება საერთაშორისო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მხრიდან. თუმცა, ამ ქვეყნების მოსახლეობა ძალიან შორს არიან „ჩვენი სამყაროს“ კამერების, მიკროფონებისა და ოპერატორებისაგან.“

ორგანიზაცია იყენებდა მედიამონიტორინგის ჯგუფ Meltwater-ის სერვისს. გაანალიზდა მსოფლიო ახალი ამბების მონაცემები (ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე).

2017 წლის განმავლობაში მომხდარ 39 ადამიანის მიერ გამოწვეულ თუ ბუნებრივ კატასტროფაში, რომელმაც 1 მილიონზე მეტი ადმაიანი დააზარალა, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებზე ყველაზე ნაკლებად წერდნენ სხვადასხვა სიანფორმაციო საშუალებებში.

მედიის მიერ კონკრეტული პრობლემის გაშუქება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კვლევებით დადასტურებული პირდაპირპროპორციული კავშირი არსებობს ინფორმაციის გავრცელებასა და დონორების მიერ გამოყოფილ ჰუმანიტარული დახმარებისთვის საჭირო თანხას შორის.

 წყარო: care.org, nbc news

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid