close
მედიცინა

კვერცხი ინსულტისგან დაგიცავთ!

მეცნიერები აცხადებენ, რომ დღეში მხოლოდ ერთი კვერცხის მოხმარება ინსულტის რისკს 12 პროცენტით ამცირებს.

აშშ-ის  მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ კვერცხის ყოველდღიურად ჭამა გულის კორონარული დაავადებისგან გვიცავს, რომელიც მთელს მსოფლიოში გარდაცვალების წამყვან მიზეზად მიიჩნევა.

მეცნიერები ამ დასკვნამდე იმ კვლევების საფუძველზე მივიდნენ, რომელიც 33 წლის მანძილზე – 1982-დან 2015 წლამდე ჩატარდა და რომლებშიც 275.000 მონაწილე იყო ჩართული.

მათ შეაფასეს, რა კავშირია კვერცხის ჭამასა და გულის კორონარულ დაავადებებს (პლუს ინსულტს) შორის.

„როგორც უკვე ცნობილი და დამტკიცებულია, კვერცხი აქვს კვების ბევრი დადებითი ატრიბუტიკა, მათ შორის ანტიოქსიდანტები, რომელიც უკვე ამცირებს ოქსიდაციურ სტრესსა და ანთებას. ის ასევე ცილის შესანიშნავი წყაროა, რომელიც არტერიულ წნევას ამცირებს,” – აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი EpidStat-ის ინსტიტუტის მეცნიერი დომინიკ ალექსანდერი.

ერთი მოზრდილი კვერცხი შეიცავს 6 გრამ მაღალი ხარისხის ცილასა და ანტიოქსიდანტ ლუტეინსა და ზეაქსანტინს, რომელიც აღმოჩენილია კვერცხის გულში, ასევე E, D,და A ვიტამინებს.

ვიტამინი E კი, როგორც ცნობილია, ამცირებს მომავალში გულის შეტევის რისკს, ხოლო ლუტეინი არტერიებს დაბინძურებისგან იცავს.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ American College of Nutrition-ში გამოქვეყნდა.

 

წყარო: Dailymail

თამარ ტაბატაძე

გაზიარება:
fb-share-icon0