სტენფორდისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჯგუფებმა ჩაატარეს კვლევა და შეისწავლეს, რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი Facebook-ს ერთი თვით აუქმებს. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.
მკვლევართა გუნდმა 2,488 ადამიანი Facebook ექაუნთის გაუქმებაზე დაითანხმა. ისინი სოცქსელში დღეში ერთ საათს მაინც ატარებდნენ.
ამის შემდეგ მკვლევრებმა შეადარეს ადამიანთა ორი ჯგუფის – Facebook-ის მომხმარებლებისა და ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების ქცევა.
კვლევისას გამოიკვეთა, რომ ის ადამიანები, რომლებიც Facebook-ს აღარ მოიხმარდნენ, უფრო ბედნიერები იყვნენ. ეს მათ ქცევაშიც აისახა.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, Facebook-ის ექაუნთის გაუქმება ადამიანის კეთილდღეობაზე აისახება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: