close
კვლევებიფსიქოლოგია

კვლევის მიხედვით, რეკლამის გავლენა საქართველოში საგრძნობლად მაღალია

,,დავითიანნის” ფსიქოლოგიის ცენტრში  გაიმართა კვლევის – „რეკლამის გავლენა ინდივიდის განწყობაზე“ – პრეზენტაცია და ასევე დისკუსია აღნიშნულ თემაზე. პრეზენტაციას ესწრებდოდნენ ფსიქოლოგები, რეკლამის სპეციალისტები და ასევე სოციოლოგები.  კვლევა ჩატარდა 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით, გამოიკითხა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 500 ადამიანი. კვლევის მიზანი იყო, გამოევლინათ, რა გავლენა აქვს რეკლამას ადამიანის ფსიქიკაზე, რამდენად აცნობიერებს მომხმარებელი ამ გავლენას და რომელი კომპანიები ახდენენ პოზიტიურ გავლენას მომხმარებლებზე. გამოკითხული მოსახლეობის 84% აქტიურად ადევნებს თვალყურს რეკლამას და 49%-ს არ აღიზიანებს რეკლამები. რეკლამის ეფექტურობასთან მიმართებით დაიყო ხმები სატელევიზიო რეკლამასა (27,6%) და პირადი გამოცდილების გაზიარებას (27,8%) შორის.

მნიშვნელოვანია ფაქტორია, რომ მოსახლეობას რეკლამაზე ძირითადად უცხოური კომპანიები ახსენდებათ, ხოლო ქართული კომპანიები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის „გახსენების“ მაჩვენებლით.  აქცენტიურია ისიც, რომ ძირითადად საკვებთან დაკავშირებული კომპანიები (45%) ახსენდება ქართველ მოსახლეობას, ვიდრე ბანკები(25%) ან რომელიმე სხვა(30%) ორგანიზაცია, თუმცა მანიპულაციები და ეფექტურობა სარეკლამო რგოლების ბანკების შემთხვევაში უფრო მაღალია.

კითხვაზე: „გამოგიტანიათ თუ არა დასკვნა, რომ ყიდვისას იმოქმედა კონკრეტული პროდუქტის რეკლამამ?“ – მოსახლეობის 41% დადებითად პასუხობს  უჭირს პასუხის გაცემა 26%-ს.

მოსახლეობის 26%-ს კი პროდუქტი ხშირ შემთხვევაში მხოლოდ იმიტომ შეუძენია, რომ რეკლამაში ნახა.

კვლევის შედეგად დადგინდა რომ, მოსახლეობაში რეკლმის მიმართ სანდოობა საკმაოდ მაღალია, როგორც ცნობიერ, ასევე არაცნობიერ დონეზე. რეკლამები, რომლებიც შეიცავენ უფრო მეტად ემოციურ შინაარსს, ახდენენ უფრო დიდ გავლენას, ქართველი მოსახლეობის დიდ ნაწილში პროდუქტის შერჩევისას პირველად სარეკლამო რგოლის თუ განაცხადის ასოციაცია ჩნდება და შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას ემოციური ფონიდან გამომდინარე.

შეხვედრის განმავლობაში გაიმართა დისუსია, სადაც სპეციალისტებმა და სტუდენტებმა იმსჯელეს კვლევის შედეგებზე. მნიშვნელოვან ფაქტორად განისაზღვრა ნდობა, როგორც ადამიანებთან ასევე ორგასნიზაციებთან. რაც უფრო მეტია ნდობა, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია აღიქმება როგორც სანდო.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid