26 დეკემბერს, დოჰაში გამართულ სწრაფი ჭადრაკის ჭადრაკის ჩემპიონატზე, კლასიკური ჭადრაკის დიდოსტატი და მსოფლიოს ჩემპიონი, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი მეორე ტურში დაამარცხა საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნული ნაკრების წევრმა, ლევან ფანცულაიამ. რის შედეგადაც ჭადრაკის მოცარტად წოდებულმა ქართველმა მოჭადრაკემ 106 მოთამაშიდან, ახლანდელი მონაცემებით, 56-ე ადგილი დაიკავა.
ფანცულაიამ პირველი ტური რუს მოჭადრაკესთან – ევროპის ექსჩემპიონ იან ნეპომნიაშჩისთან (რუსეთი) ზავით დაასრულა. ჯამში კი, რეიტინგით გაცილებით მაღლა მდგარ მეტოქეებთან დაპირისპირებაში, პირველ ხუთ ტურში თავი 4.0 ქულას მოუყარა და შეჯიბრის ლიდერთა შორისაც იმყოფება. ჩემპიონატზე სხვა ქართველი მოჭადრაკეებიც იღებენ მონაწილეობას, როლებიც მცირეოდენი სხვაობით ჩამორჩებიან ფანცულაიას, ესენი არიან: ბაადურ ჯობავა, გიგა ყუფარაძეს მიხეილ მჭედლიშვილი და სხვები, რაც შეეხება ტურნირის ამ დროინდელ ლიდერს – ის ერთპიროვნულად უკრაინელი ანტონ კორობოვია, სულ 5.0 ქულით.
ლევან ფანცულაია საკმაოდ წარმატებული მოჭადრაკეა და 2015 წელს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ ვაჟთა 74-ე ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა.
დოჰას ტურნირი კი ჯერ არ დასრულებულა და მოთამაშეებს 31 დეკემბრამდე კვლავაც ელოდებათ დაძაბული შეჯიბრებები.
სამეცნიერო პორტალი ,,დოქტრინა” წარმატებებს უსურვებს ქართველ მოჭადრაკეებს!
წყარი: http://www.plenglish.com/
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”