LG სმარტფონების გამოშვებასა და უკვე არსებული მოდელების განახლებას წყვეტს. ამის შესახებ PhoneArena ინსაიდერ Tron-ზე დაყრდნობით წერს.
როგორც ბლოგერი აცხადებს, სამხრეთკორეული კორპორაციის ტოპ-მენეჯერებმა გადაწყვიტეს, რომ სმარტფონების გამოშვების ქვედანაყოფის მუშაობა შეაჩერონ. Tron-ის ინფორმაციით, LG ოფიციალურ განცხადებას 5 აპრილს გამოაქვეყნებს.
სმარტფონების გამოშვებაზე დასაქმებული თანამშრომლები კომპანიაში ადგილს შეინარჩუნებენ და მათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაზე გადაიყვანენ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა
გაზიარება: