ლონდონში დიზელის ძრავიანი ავტომობლების საწინააღმდეგო კამპანია მიმდინარეობს.
კამპანია, რომელსაც პროფესიონალი მედიკოსები ხელმძღვანელობენ, ქალაქის ხელისუფლებას დიზელის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვისკენ მოუწოდებს.
,,ექიმები დიზელის წინააღმდეგ” აცხადებს, რომ დიზელის ძრავის ტოქსიკური გამონაბოლქვისგან ყოველწლიურად 9.400 ლონდონელი იღუპება.
აღსანიშნავია, რომ დიზელის მანქანების 2025 წლიდან აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს პარიზში, მადრიდში, მეხიკოსა და ათენში.
კამპანიის ოპონენტები აღნიშნულ შეთავაზებას ,,არაპრაქტიკულს” უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამას შესაძლოა ,,ცუდი შედეგები მოჰყვეს”.
,,ექიმები დიზელის წინააღმდეგ” ლონდონის მერს, სადიქ ხანს მოუწოდებენ, ქალაქში დიზელის ძრავიანი ავტომობლები აიკრძალოს. ხანმა განაცხადა, რომ დიზელის ავტობუსებისგან ქალაქის გათავისუფლება 2018 წლისთვის იგეგმება.
კამპანია ამტკიცებს, რომ ლონდონში აზოტის ოქსიდების ემისიების 40 % და PM10 დაბინძურება, რომელიც ფილტვის ფუნქციის შემცირებასთანაა დაკავშირებული, დიზელის მანქანებზე მოდის.
წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”