მეცნიერებმა ლოქორას (ლოფორთქინას) მიერ გამოყოფილი ლორწოვანი გარსებით ინსპირირებული ექსპერიმენტული ქირურგიული წებო შეიმუშავეს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წებო ჭრილობების დახურვისთვის ალტერნატივა გახდება.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სამედიცინო წებო უკვე არსებობს, ისინი ხშირად სუსტად აწებებენ, არ არიან სათანადოდ გამძლეები და ზედმეტად სველ პირობებში მათი გამოყენება შეუძლებელია.
ამ პრობლემების ირგვლივ ჰარვარდის მეცნიერებისა და სხვა კვლევითი ცენტრების ჯგუფი გაერთიანდა და გადაწყვიტა, რომ ლოქორებისგან ესწავლათ, რომლებიც, დასაწებებლად და თავდაცვისთვის უკიდურესად წებოვან ლორწოს გამოყოფენ.
ამ გამძლე წებოვანი ნივთიერების ადამიანის მიერ შექმნილი ვერსია ეფუძნება იმავე პრინციპებს და ექსპერიმენტების სერიას, რომელიც ჟურნალ ,,Science-ში” ხუთშაბათს გამოქვეყნდა და რომელშიც აღწერილია, თუ როგორ მყარად აწებებს ის ღორის კანს, ხრტილს, ქსოვილსა და ორგანოებს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ის არატოქსიკურია ადამიანის უჯრედებისთვისაც.
ერთ ტესტში ახალი წებო ღორის გულის სისხლმდინარე ჭრილობის დასაკეტად გამოიყენეს. მისი საშუალებით ჭრილობა ისე დაწებდა, რომ მისგან გაჟონვა არ ხდებოდა.
სხვა შემთხვევაში, იგი გამოიყენეს მღრნელის ღვიძლში, სადაც წებომ სისხლდენის შემაჩერებელი ინსტრუმენტის ფუნქცია შეასრულა.
მეცნიერების განმარტებით, არსებობს სხვადასხვა პოტენციური მიზანი და, ზოგიერთ შემთხვევაში, წებომ შეიძლება ჩაანაცვლოს ნაკერები და სამაგრები, რომლებიც გარკვეულ სიტუაციაში დაზიანებას იწვევს, ზოგჯერ კი მისი განთავსება სირთულეებთან არის დაკავშირებული.
მეცნიერებმა პატენტზე განაცხადი გააკეთეს. საჭიროა კომერციულიკომპანიაც, რომლის საშუალებითაც ტექნოლოგიის ლიცენზირება და ადამიანებზე კლინიკურ ცდებში გამოყენება მოხდება.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”