ინოვაცია ნაყინის ქართულ ბაზარზე– საახალწლო პროდუქცია გოზინაყით დამზადდა. სანაყინე კაფეების ქსელმა „ლუკა პოლარე“ მომხმარებელს ახალი ნაყინი წარუდგინა.
გოზინაყის ნაყინი რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და ის ძველი ახალი წლის ჩათვლით გაიყიდება „ლუკა პოლარეს“ ყველა ფილიალში. რაც შეეხება ღირებულებას, გოზინაყის ნაყინი იმავე ფასისაა, რაც „ლუკა პოლრეს“ სხვა ნაყინები.
„ლუკა პოლარეში“ აღნიშნეს, რომ გოზინაყის ნაყინზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. აქტიურად წერენ მათ სოციალურ ქსელში და ინტერესდებიან, როდემდე გაიყიდება აღნიშნული პროდუქტი.
მათვე ინფორმაციით, კომპანიას სიახლე გაფართოების კუთხითაც აქვს, თუმცა ამის შესახებ დეტალები 2017 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: