close
ბიზნესიფსიქოლოგია

მაღალინტელექტუალური ადამიანების 8 განსაკუთრებული ნიშანი

1.მაღალინტელექტუალური ადამიანები ადვილად ადაპტირდებიან.

ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა ფსიქოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა, რომ ჭკვიანი ადამიანი ან ცვლის ქცევის მოდელს, რათა იყოს უფრო ეფექტური ახალ შექმნილ გარემოებებში, ან თავად ცვლის ამ გარემოებებს.

2.მათ ესმით, რომ ბევრი რამ არ იციან.

ჯიმი ვაინერის აზრით, ყველაზე ჭკვიანი ადამიანები ადვილად აღიარებენ იმას, რომ რაღაც არ იციან. მის დაკვირვებას ადასტურებს ჯასტინ კრიუგერისა და დევიდ დანინგის კლასიკური კვლევა. მასში ნათქვამია, რომ ნაკლებად ინტელექტუალური ადამიანები მიდრეკილები არიან გადააფასონ საკუთარი გონებრივი შესაძლებლობები.

3.მათ  აქვთ ცოდნის უდიდესი წყურვილი.

როგორც დიდ ბრიტანეთში ნახევარი საუკუნის მანძილზე ჩატარებულმა მეცნიერულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, მათ, ვინც ბრწყინვალედ აბარებდა ტესტებს 11 წლის ასაკში, 50 წლის ასაკშიც შეინარჩუნეს ცნობისმოყვარეობა.

4.მათ აქვთ ფართო ხედვა და გახსნილები არიან ყველაფერი ახლისთვის.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ გახსნილი ადამიანები, ანუ ისინი, ვინც ეძებენ ალტერნატიულ აზრს და მიუკერძოებლად წონიან ყველა ფაქტს, ჩვეულებრივ მაღალ ქულას ინტელექტუალურ ტესტებში იღებენ. ამავე დროს, ჭკვიანი ადამიანები სიფრთხილით ეკიდებიან ახალ იდეებსა და პერსპექტივებს.

5. მათ უყვართ მარტოობა.

რიჩარდ ჰი მიიჩნევს, რომ მაღალინტელექტუალური ადამიანები – ინდივიდუალისტები არიან. ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევების შედეგად, ჭკვიანი ადამიანები ნაკლებ სიამოვნებას იღებენ მეგობრული ურთიერთობებისგან.

6.მათ აქვთ თვითკონტროლის მაღალი დონე.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი თვითკონტროლსა და ინტელექტს შორის. 2009 წელს ჩატარებული მეცნიერული ექსპერიმენტის დროს მონაწილეებს შესთავაზეს აერჩიათ ფინანსური ანაზღაურება. შედეგების თანახმად, მაღალ ანაზღაურებას უპირატესობა მიანიჭეს თვითკონტროლის მაღალი დონის მქონე მონაწილეებმა.

7.მათ აქვთ იუმორის კარგი გრძნობა.

ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც უწერდნენ კომიქსებს უფრო სასაცილო წარწერებს, ფლობდნენ ვერბალური ინტელექტის უფრო მაღალ დონეს. სხვა კვლევის შედეგების მიხედვით, ვერბალური ინტელექტის მაღალ დონეს ფლობდნენ პროფესიონალური კომიკოსები.

8.ისინი მგრძნობიარეები არიან სხვა ადამიანების მიმართ.

ჭკვიანი ადამიანები გრძნობენ, რას ფიქრობენ ან გრძნობენ სხვა ადამიანები. მაღალი ემოციური ინტელექტის ადამიანებს უყვართ ახალი ნაცნობობა. მათ აინტერესებთ მათთან ურთიერთობა და ბევრი ახალი ამბის გაგება.

 

წყარო: http://www.businessinsider.com/

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid