ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბრაზილიაში კეშიუს (თხილის სახეობა) სამტვრევი იარღი აღმოაჩინეს, რომელსაც 700 წლის განმავლობაში კაპუცინი მაიმუნები იყენებდნენ.
კვლევის შედეგები ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა. კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის პრიმატების არქეოლოგიის პროექტის ფარგლებში ჩატარდა. მას არქეოლოგი მაიკ ჰასლამი ხელმძღვანელობს.
ოქსფორდის სამეცნიერო გუნდის წარმომადგენელმა, პრიმატოლოგისტმა ლიდია ლანცმა განაცხადა, რომ ეს აღმოჩენა არის „ფანჯარა წარსულში.“
“ჩვენი ძალისხმევა, შევიხედოთ წარსულში, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანებზე იყო ორიენტირებული, ამიტომ წარმოდგენა არ გვაქვს, რა იარაღს იყენებდნენ სხვა სახეობის პრიმატები,“- აღნიშნა მან.
როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, ე.წ. კაპუცინი მაიმუნებს კეშიუს სამტვრევი ხეებზე აჰქონდათ. ნაჭუჭში არსებული სითხე სამტვრევს ფერს უცვლიდა. მეცნიერებმა ამ იარაღების ქიმიური ანალიზი ჩაატარეს და მათი დანიშნულებაც დაადგინეს.
მეცნიერთა განმარტებით, ახალი მტკიცებულების თანახმად, მაიმუნები ქვის იარაღებს იმ პერიოდში იყენებდნენ, როდესაც ევროპელები დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროში დასახლდნენ.
კაპუჩინები მაიმუნების სახეობაა, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობენ. მეცნიერთა ვარაუდით, ქვის იარაღების გამოყენება მათ ადამიანებისა და შიმპანზეებისგან დამოუკიდებლად ისწავლეს.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ადგენს „მსგავსებებსა და განსხვავებებს ადამიანებისა და სხვა პრიმატების მოქმედებებს შორის.“
წყარო: www.livescience.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”