,,მაკდონალდსი” საბავშვო მენიუდან (happy meal) ჩიზბურგერსა და შოკოლადის რძეს ამოიღებს.
ამ ნაბიჯით კომპანია გეგმავს, შეამციროს კალორიები, ნატრიუმი, გაჯერებული ცხიმი და შაქარი, რომელსაც ბავშვები რესტორნების ამ ქსელში მოიხმარენ.
მომხმარებელს, რომელსაც ,,ჩიზბურგერსა” და შოკოლადის რძის დაგემოვნება მოუნდება, მათი ცალკე შეკვეთის შესაძლებლობა ექნება. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ,,მაკდონალდსმა” ოთხი წლის წინ Happy Meal-ის მენიუდან გაზიანი სასმელი ამოიღო, მასზე მოთხოვნდა 14 პროცენტით შემცირდა.
Happy Meal-ი უკვე დიდი ხანია ჯანმრთელობის დამცველებისა და მშობლების სამიზნეს წამროადგენს, რომლებიც მას ბავშვთა სიმსუქნესთან აკავშირებენ. ,,მაკდონალდსმა” ბოლო წლების მანძილზე ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის, ფრის ზომა შეამცირა და მენიუში ხილი დაამატა. ცოტა ხნის წინ, მან ვაშლის წვენი უფრო ნაკლებშაქრიანით ჩაანცვლა.
რაც შეეხება საერთაშორისო რესტორნებს, ,,მაკდონალდსის” განცხადებით, ახალი კვების წესებს Happy Meal-ის სულ ცოტა ნახევარი უნდა აკმაყოფილებდეს.
წყარო: www.theguardian.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”