close
ბიოლოგიაკვლევები

დნმ-ის საშუალებით, მამაკაცის სექსუალური ორიენტაციის გაგებაა შესაძლებელი

ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ იპოვეს გზა, რითაც, დნმ-ის მოლეკულური მარკერების მეშვეობით, მამაკაცის სექსუალური ორიენტაციის პროგნოზირებაა შესაძლებელი. თუმცა, გენეტიკის ექსპერტები აფრთხილებენ მათ, რომ კვლევა მნიშვნელოვნად შეზღუდულია და არ არის  სექსუალური უპირატესობის პოტენციური ბიოლოგიური საფუძვლის საბოლოო პასუხის გარანტი.

კვლევის დასკვნები, რომელის დეტალები ჯერ სხვა მეცნიერებმაც უნდა განიხილონ,  ადამიანის გენეტიკის ამერიკული საზოგადოების შეხვედრაზე წარადგინეს.

კვლევის დროს მეცნიერები დააკვირდნენ 37 წყვილ მამრობითი სქესის ტყუპებს, თითოეულ წყვილში ერთ-ერთი ჰომოსექსუალი იყო, ხოლო მეორე – ჰეტეროსექსუალი, და 10 სხვა წყვილს, რომელთაგან ორივე მამაკაცი  ჰომოსექსუალი იყო. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანის გენომის ცხრა სფეროში კონკრეტული ეპიგენეტიკური ნიშნების ყოფნა შესაძლებელს ხდის ჰომოსექსუალური უპირატესობის 70-პროცენტიანი სიზუსტით პროგნოზირებას.

ეპიგენომს ზოგჯერ აღწერენ, როგორც მოლეკულურ „გადამრთველებს“, რომელმაც შეიძლება ჩართოს ან დაადუმოს დნმ-ში ინდივიდუალური გენები. მეცნიერთა აზრით, ეპიგენეტიკურ განსხვავებებზე შეიძლება გავლენა იქონიოს გარემომ და ცხოვრების წესის ფაქტორებმა, დაწყებული ქიმიკატების ზემოქმედებიდან დამთავრებული მშობლის საღმზრდელო მეთოდებთ.

„ჩვენი ინფორმაციით, ეს არის მოლეკულურ მარკერებზე დაფუძნებული სექსუალური ორიენტაციის პროგნოზირების მოდელის პირველი მაგალითი,“ – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თაქ ენგანმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის David Geffen School of Medicine-დან.

გენეტიკის ექსპერტები, რომლებიც აღნიშნულ კვლევას აკრიტიკებდნენ, აცხადებენ, რომ ჯერ ნაადრევია ეპიგენეტიკური მარკერების პროგნოზირების უნარის შესახებ რაიმე დასკვნის გაკეთება.

 

წყარო: Scince

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid