ტაივანელი მამაკაცი ამტკიცებს, რომ შემთხვევით საკუთარი AirPod-ი გადაყლაპა, რომელმა მუშაობა კუჭშიც განაგრძო.
ბენ სუ აცხადებს, რომ შემთხვევით ძილში Apple-ის უსადენო ყურსასმენი გადაყლაპა. მამაკაცი ირწმუნება, რომ მას „სადღაციდან ყრუდ ხმა ესმოდა“ და ცოტა ხანში გააცნობიერა, რომ ხმა მისი კუჭიდან მოდიოდა.
უფრო მეტიც, მეორე დღეს, როცა ყურსასმენი მამაკაცის ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით გამოვიდა, „ბატარეა ჯერ კიდევ 41 პროცენტზე იყო და ყურსსმენი ძველებურად მუშაობდა.“
ეს ელექტრო მოწყობილობის გადაყლაპვის პირველი შემთხვევა არაა. 2016 წელს მამაკაცმა მობილური გადაყლაპა და მედიკოსებს მის ამოსაღებად ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ.
ინციდენტი International Journal of Surgery Case Reports-ში დოკუმენტურადაა დადასტურებული და აღნიშნულია, რომ მამაკაცი გამოჯანმრთელდა.
13 წლის სამხრეთ კორეელმა გოგონამ საკუთარი ფიტნეს თრექერი გადაყლაპა, რომელიც ასევე ქირურგიული ჩარევის შედეგად ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ კუჭიდან ამოღებული თრექერი ჩვეულებრივად მუშაობდა.
მამაკაცმა AirPod გადაყლაპა, რომელმაც კუჭშიც განაგრძო მუშაობა!
გაზიარება: