close

მეცნიერები აცხადებენ, რომ მარჯნის რიფის მომავალს ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს პლასტმასი უქმნის.

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩატარებული დათვალიერების შედეგად, მარჯნის რიფის მესამედზე პლასტმასის 11 მილიარდი ერთეული აღმოაჩინეს. ეს რიცხვი 2025 წლისთვის, სავარაუდოდ, 15 მილიარდამდე გაიზრდება.

ამასთანავე, პლასტმასი მარჯნის რიფზე დაავადების გავრცელების რისკს 20-ჯერ ზრდის. მეცნიერები აცხადებენ, რომ პლასტმასი აავადებს მარჯნის რიფის  უხერხემლო ცხოველებს. თითების ფორმის მარჯანი კი პლასტმასის ნარჩენებში ადვილად იხლართება.

მარჯნის რიფები არაერთი საფრთხის წინაშეა. მარჯანი უჩვეულოდ თბილი წყლის გამო უფერულდება, მარჯნის პოლიპები ქსოვილებისგან წყალმცენარეებს კარგავენ, რის გამოც ისინი უფერულდებიან. ისინი შესაძლოა აღდგნენ, თუკი ტემპერატურის ცვლილება გონივრულ ვადაში შეიცვლება, თუმცა ამ პროცესს შესაძლოა უამრავი წელი დასჭირდეს.

რაც შეეხება დაავადებებს, ორგანიზმები მარჯანს თავს ესხმიან და შესაძლოა მისი დაღუპვაც გამოიწვიონ. წინა კვლევამ დაადგინა, რომ პლასტმასის ნარჩენებმა შეიძლება მარჯანზე უარყოფითად იმოქმედოს სინათლისა და ჟანგბადის დაბლოკვით და შედეგად პათოგენები გაამრავლოს. 

კვლევის ფარგლებში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა 2011-2014 წლებში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 4 ქვეყანაში 150 რიფი გამოიკვლიეს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 2025 წლისთვის 15.7 მილიარდი ერთეული პლასტმასი იქნება. ოკეანეში ყოველწლიურაად დაახლოებით  4.8-12.7  მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი ხვდება.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid