მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ჩემპიონატის Pro Wrestling League-ის მეოთხე სეზონი ყველაზე წარმატებული დავით მარსაგიშვილისთვის გამოდგა.
მარსაგიშვილმა შვიდიდან შვიდივე შეხვედრა მოიგო, აქედან ორჯერ კი საქართველოს ჩემპიონატის ფინალში მარცხისთვის რევანშის აღებაც მოახერხა და ირაკლი მწითური ჯგუფურ ეტაპზე 5:0 ნახევარფინალში კი 4:2 დაამარცხა.
ტურნირი რომელიც მეოთხე წელია ტარდება, თავისი შემადგენლობით, საკლუბო ჩემპიონატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პრესტიჟულია.
ინდოეთის პროლიგამ თავიდანვე მიიქცია ყურადღება თავისი ვარსკვლავრი შემადგენლობით. ორგანიზატორებმა ტიტულოვანი სპორტსმენების ყურადღება მაღალი ჰონორარებით მიიქციეს, რომელიც ბევრად აღემატებოდა ირანისა და გერმანიის ანალოგიურ საკლუბო ჩემპიონატებს.
გაზიარება: