close
საქართველოტურიზმი

მარტვილის კანიონს წყალქვეშა ცურვის ტური დაემატა

მარტვილის კანიონი წელს ტურისტებს ახალ სერივსს შესთავაზებს. აქამდე არსებულ ტურისტულ მომსახურებას დაივინგი ემატება. აგვისტოდან წყალქვეშა ცურვის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ კანიონში ყვინთვის და წყალქვეშა სამყაროს დათვალიერების. როგორც „ლაივპრესს“ მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორმა -ზაზა გაგუამ განუცხადა, ახალი სერვისი ტესტირების ეტაპზეა.
„მოსული ვიზიტორი ყიდულობს დაივინგის ბილეთს და ინსტრუქტორთან ერთად ჩაყვინთავს კანიონში. ასევე ფუნქციონირებს ყველა ის სერვისი, რაც მანამდე იყო დანერგილი. მათ შორის ნავებით სეირნობა“, – აცხადებს ზაზა გაგუა.

მისივე ინფორმაციით, მარტვილში ტურისტული სეზონი აქტიურად უკვე მაისიდან დაიწყო და ივნისის ჩათვლით ყოველდღიურად 1000 ვიზიტორი დაფიქსირდა. ზაზა გაგუას ცნობით, უკვე ივლისიდან გაიზარდა ტურისტების რაოდენობა და დღის განმავლობაში 1700-2800 აღწევს.

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია აერთიანებს 13 ბუნების ძეგლს, მათ შორის 3 კანიონს, 5 ჩანჩქერსა და 5 მღვიმეს. მათგან 10 ბუნების ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტს, 2 ხონის მუნიციპალიტეტს, 1 კი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.
წყარო: livepress.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid