close
მსოფლიოტრანსპორტი

 მასკმა ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის დამაკავშირებელი ჰიპერლუპის მშენებლობაზე თანხმობა მიიღო

ბიზნესმენი, ინვესტორი და გამომგონებელი, ელონ მასკი, ,,Twitter-ის” საკუთარ გვერდზე აცხადებს, რომ მან ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის დამაკავშირებელი მიწისქვეშა ჰიპერლუპის მშენებლობაზე ხელისუფლებისგან სიტყვიერი თანხმობა მიიღო.

ჰიპერლუპა, რომელიც ფილადელფიასა და ბალტიმორშიც შეჩერდება, ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში 29 წუთში ჩავა.

აღსანიშნავია, რომ თანხმობა მხოლოდ ზიტყვიერია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასკს მარეგულირებელსა და ბიუროკრატიზმითან დაკავშირებულ საკითხებთან გამკლავება მოუწევს.

მასკი არ აკონკრეტებს, თუ ვისგან მიიღო თანხმობა, ასევე პროექტის დაწყებისა და დასრულების თარიღს – თუმცა აღნიშნავს, რომ ჰიპერლუპის აგებას ტეხასსა და დასავლეთ სანაპიროზეც გეგმავს.

გრძელვადიან პერსპექტივაში, მასკმა გამოხატა სურვილი, წარმოადგინოს ჰიპერლუპის მარშრუტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პროექტები, რომელთა მიზანი  მრავალი ევროპული ქალაქის დაკავშირება და დუბაის გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებაა.

 როგორც ჩანს, დადებითი გარემოსდაცვითი შედეგების, ტრანსპორტირების დროისა და ხარჯების შემცირების და სხვა უპირატესობების გამო, ჰიპერლუპი დიდ დარტყმას მიაყენებს სატრანსპორტო ინდუსტრიას.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid