დუბაიში იგეგმება „Dynamic Tower-ის” – ცათამბჯენის მშენებლობა, რომელსაც ცვალებადი ფორმა ექნება. ცათამბჯენში მცხოვრებლებს შეეძლებათ, ხმოვანი ბრძანების საშუალებით, საკუთარი ფანჯრიდან არსებული ხედი შეცვალონ.
80-სართულიანი კოშკის, რომლის სიმაღლე 380 მეტრი უნდა იყოს, თითოეული სართული 360 გრადუსით ბრუნვადი იქნება. პროექტის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.
„Dynamic Tower“–ის აშენების იდეა არქიტექტორ დევიდ ფიშერს ეკუთვნის. მისი თქმით, აღნიშნული იდეა მას 2004 წელს გაუჩნდა, როდესაც ნიუ–იორკში მდებარე 51-სართულიანი ცათამბჯენის „Olympic Tower“–ის ფანჯრიდან გაიხედა.
მბრუნავი სართულების გარდა, ,,Dynamic Tower-ს” მანქანებისთვის განკუთვნილი ლიფტიც ექნება, რაც ცათამბჯენის მცხოვრებლებს მისცემს საშუალებას, მანქანა საკუთარ ბინასთან გააჩერონ.
წყარო: Cnn.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”